ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2013


* * *

ძნელია იყო პოეტი და გერქვას,ისე რა
ამ უდღეური აწმყოდან,რომ დარჩე თაობას
რაა იმაზე მტკივნეული კაცად გაჩნდე და
არაკაცები გიწოდებდნენ არარაობას.

სიმწარეც არის სიტკბოების,სადღაც აქა იქ
ყველა არ არის ისე ტკბილი როგორც მაჟალო
ძნელია,ნდობას ატარებდე გულში მზესავით
და სხვამ უსირცხვოდ,ღამესავით ამოგაცალოს.

ჩნდება ამალა,არეული,მსგავსად სამყაროს
წმინდა,მორწმუნე,ყველგანაა ერთი ვერაგი
დაე,დავლოცოთ,ღირსეულად ღმერთმა ახაროს
მოღალატეთა მრავალგვარი არქიპელაგი.

ასე იქნება, ასე ვიტყვი,ასე მარადჟამ
დღეს განუყრელი ძმაკაცივით მიცნობს საღამო
ხმაური.ჩუმი ოთახიდან ტყვია გავარდა
ეს სუიციდიც,ძნელია და დაუსაბამო.

29 სექტემბერი 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები