ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურიძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2013


დღეს სადილად უშენობას მივირთმევ ^^

დღეს სადილად უშენობას მივირთმევ
ჩანთით დამაქ წერილები სატანის,
კადრებს მიღმა ბლანტად მოჩანს მზის სხივი
ჩემს ორბიტალს უშენობით ათბობს..

ნარკოტიკით გაჟღენთილი სხეული
სიკვდილს მალე თვალი-თვალში გავუყრი,
წვრილი ნემსით დაჩეხილი ვენები
კანის შიგნით სისხლისფერად დამიდის,

უშენობის ნაკლებობას განვიცდი
უბით დამაქ ორი მრგვალი აბი,
ვიმეორებ რომ ეს არის შველა
ან შენთან და უშენობით ღმერთთან,

დღეს სადილად უშენობას მივირთმევ
ჩანთით დამაქ წერილები სატანის,
კადრებს მიღმა ბლანტად მოჩანს მზის სხივი
ჩემს ორბიტალს უშენობით ათბობს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს