ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურიძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


Yeeah :**

შენი შეშლილი მზერით
ვგრძნობ რომ გიყვარვარ ისევ,
თვალს რომ მარიდებ თითქოს
და ჩემს ზურგს უკან მიმზერ,
ვიცი რომ ისევ ფიქრობ
და ნანობ შენს ყველა წყენას,
მაგრამ ეგ ბლანტი ფიქრი
თანდათან ბოღმად გექცა,

დაბურულ მინებს მიღმა
კადრებში ჩვენს წარსულს ხედავ.....
გული შეგტკივა ვიცი-
სხვასთან ერთად რომ მხედავ,
შენი შეშლილი მზერით
ვგრძნობ რომ გიყვარვარ ისევ,
თვალს რომ მარიდებ თითქოს
და ჩემს ზურგს უკან მიმზერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს