ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2013


დავრჩით მარტო

დავრჩით მარტო
ჰოდა უნდა განმიმარტო სინამდვილე,
სიზმრები და ოცნებები აღარ მწყალობს,
შენ კი სიკვდილს მაგ სიმშვიდით მიადვილებ.

მეცრემლები,
გადვიქცევი მე ცრემლების ნაკადულად,
ლექსებით და სიმღერებით შემეცვლები
ან გიგულებ სამუდამოდ დაკარგულად.

დამივიწყებ.
თან მიღიმი , თან მივიწყებ უიმედოდ.
უშენობით, ულექსობით გლოვას ვიწყებ,
დავრჩი მარტო
და კვლავ ვდარდობ,
თეატრში რომ შევიპარე უბილეთოდ
(ფუი, ბედო!)...
დავრჩით მარტო
ჰოდა უნდა განმიმარტო სინამდვილე,
სიზმრები და ოცნებები აღარ მწყალობს,
შენ კი სიკვდილს მაგ სიმშვიდით მიადვილებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები