| ავტორი: ბრავო ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2013 |
იყიდება საქართველო, მესმის, ვხედავ, ღმერთმანი... მინდორ ველით, მთა გორებით, მისი ტყით და ვენახით.
იყიდება საქართველო, ისტორიით, მომავლით, ჩემი წმინდა მთა და მდელო, მისი წმინდა დოვლათით.
იყიდება საქართველო, უფლისათვის ნავედრი, საუცხოო,სანაქებო ქმნილი ფარჩა-ხავერდით.
იყიდება, მოგვეშველე, ღმერთო მოჰკალ ორთავე - მყიდველიც და გამყიდველიც (მომიტევე მშფოთვარეს)!
იყიდება მიწა, წყალი, არსად დარჩა მტკაველი, წინაპართა სისხლით რწყული, ჩვენი წმინდა მთა-ველი.
იყიდება ჩემი მხარე ღვთისმშობელის წილხვედრი, ჩემი ბაღი ედემისა (მიმიხვდება მიმხვედრი).
იყიდება ვისთვის ციდა, ჩემთვის უზარმაზარი, სამყოფელი ჩემი წმინდა, ლამისა მხვდეს თავზარი...
იყიდება, ვეღარ უძლებს, ლამის გასკდეს გულია, ქართლ-კახეთი, იმერეთი,ჩემი ტკბილი გურია...
იყიდება ნაწილობრივ, იყიდება სავსებით, იყიდება სამეგრელო, იყიდება სვანეთი.
იყიდება, იკარგება წყალი, მთა თუ ბარია, იყიდება მოგვეშველე ღვთისმშობელო მარიამ!
იყიდება უფასოდ, ნაღდად, ფულით, ნისიად, ის ყიდულობს ვისაც უნდა, როგორც უნდა, მისია.
დაგვეხმარეთ, იყიდება ჩვენი ენა, მამული, იავ-ნანა ვარდოვ ნანაც, ორუდილა რანუნიც.
იყიდება ღამით, დღისით, სიცივეში, სიცხეში, იყიდება სახლშიც, გარეთ, ქუჩაშიც და ციხეშიც.
იყიდება, ღმერთო ჩემო, იყიდება მთლიანად, უსაბუთოდ, საბუთით, მალვით, სამართლიანად.
იყიდები საქართველო... იყიდები მოგიკვდე... მოგცემთ, ჩემს სულს გულსაც მოგცემთ ოღონდაც გთხოვთ მომყიდეთ.
მე ვიყიდი ჩემს სამშობლოს, ჩემს პატარა სამოთხეს, თუნდაც, სხვა რამ აღარ დამრჩეს, თუნდაც სულიც ამომხდეს! ........ იყიდება საქართველო, მისი მთა თუ ბარია, იყიდება მოგვეშველე ღვთისმშობელო მარიამ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მესმის თქვენი გულისტკივილი, ღმერთმა გვიშველოს! წარმატებები თქვენ! მესმის თქვენი გულისტკივილი, ღმერთმა გვიშველოს! წარმატებები თქვენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|