 | ავტორი: ჩამი ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2013 |
მანამდე, სანამ ეგოიზმის სულ ცინცხალი ტალღა შემოვა ძველ ეგოიზმს გავაცილებ მორიდებით, ბანცალ-ბანცალით. როგორც მთვრალებს არ მიეჩქარებათ შინ მაგრამ იციან რომ უნდა წავიდნენ ზუსტად ისე.
მე მინდოდა რომ ყველა ქუჩის მათხოვარ ბავშვს ჰქონოდა ის რაც უნდოდა, თუნდაც სნიკერსი ან უგემრიელესი შხამის ბუდე, კოკა-კოლა, ჩიპსი. ყველა ნაგავი, რაზეც ამხელა მოთხოვნაა. ჰქონოდათ ის, რაც უნდოდათ, მერე რა რომ დიდი შეცდომაა ეს უაზრო, გზასამცდარი სურვილები. სტანდარტულია. თუმცა, ხომ უნდათ.
ყველა მოხუცს თბილი ოთახი და ტკბილეული, მერე რა რომ წნევა აუწევთ. ყველა გიჟს სივრცე. ყველა მყიდველს ბევრი ფული, გამყიდველებს ბევრი კლიენტი.. სისულელე ფუსფუსია ყველაფერი, მაგრამ ხომ უნდათ.
ჰო, მე მინდოდა რომ ყველაფერი ყველას ქონდეს, რომ გავივლი, დავინახავ და არ წუხდნენ, არ ეხატოთ ტანჯვა სახეზე მე იმათი სიხარული და კარგად ყოფნა მჭირდება იმისათვის რომ მე არ შევწუხდე. ჰო, შვებას მომგვრიდა ეს ყველაფერი ფიქრის ძალას რომ მეფიქრა იმაზე რაც მინდოდა. და არა მათზე, მათ შიმშილზე. შეციებულ მზესუმზირის გამყიდველ ბებოებზე.
მგონი დროა გავაცილო ეს ეგოიზმი მე დავლიო კოკა-კოლა მე ვიყიდო მანქანა მე ვიცხოვრო სხვებმა იარსებონ. (ზოგი იცხოვრებს კიდეც.)
ჰო, წადი ძველო ეგოიზმო, ახალი მოვა, სადაც მხოლოდ მე ვიარსებებ, ოღონდ უღმერთოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ღრმა,კეთილი და გამორჩეული სულიერი სამყარო გამოსჭვივის ნაწერიდან. ძალიან მიხარია,რომ ავტოს მსგავს თემებზე ეფიქრება. კლასობრივ დიფერენციას,ალბათ,არასდროს ეშველება,მაგრამ ვცადოთ,მაინც...მცირეოდენი... ღრმა,კეთილი და გამორჩეული სულიერი სამყარო გამოსჭვივის ნაწერიდან. ძალიან მიხარია,რომ ავტოს მსგავს თემებზე ეფიქრება. კლასობრივ დიფერენციას,ალბათ,არასდროს ეშველება,მაგრამ ვცადოთ,მაინც...მცირეოდენი...
3. მე იმათი სიხარული და კარგად ყოფნა მჭირდება იმისათვის რომ მე არ შევწუხდე.
რაჰუმანურობაა <3 მე იმათი სიხარული და კარგად ყოფნა მჭირდება იმისათვის რომ მე არ შევწუხდე.
რაჰუმანურობაა <3
2. მართლაც, რა კარგი იქნებოდა ყველას რომ ქონდეს ის, რაც უნდა და არ იყოს გაჭირვება, შიმშილი, ტკივილი, ნაადრევი სიკვდილი... განსაკუთრებით ბავშვების.. ვიღაცეებს ეს ბანალური მოეჩვენებათ, არადა, სინამდვილეში ხომ ამის გარდა ყველაფერი სისულელეა... მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. მართლაც, რა კარგი იქნებოდა ყველას რომ ქონდეს ის, რაც უნდა და არ იყოს გაჭირვება, შიმშილი, ტკივილი, ნაადრევი სიკვდილი... განსაკუთრებით ბავშვების.. ვიღაცეებს ეს ბანალური მოეჩვენებათ, არადა, სინამდვილეში ხომ ამის გარდა ყველაფერი სისულელეა... მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.
1. სანამ უბადლო კრიტიკა წამოსულა <3 რომ ეს პროზა არაა, გიპასუხებთ, რომ ეს არც პოეზია არაა, არც პუბლიცისტიკა.არც თარგმანი, და მით უმეტეს საბავშვო ჟანრი არაა -_-
ხანდახან რაღაცის გაშვება გინდა, თან ახლო წრეებში არა. აი უარკპარაკის ვალი -_- სანამ უბადლო კრიტიკა წამოსულა <3 რომ ეს პროზა არაა, გიპასუხებთ, რომ ეს არც პოეზია არაა, არც პუბლიცისტიკა.არც თარგმანი, და მით უმეტეს საბავშვო ჟანრი არაა -_-
ხანდახან რაღაცის გაშვება გინდა, თან ახლო წრეებში არა. აი უარკპარაკის ვალი -_-
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|