ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2013


* * *

წუთიერია ყოველივე,დროის ჩარჩოში
თვალებს დახუჭავ,შესაძლოა გაჩნდე საითკენ?
გზა გაიარე საკუთარი როგორც მაღლობში
ისე დაუკრავ ქედს,იესოს ანდაც შაითანს.

და ეს სიცოცხლე  ადვილია.უვერტიურაც
ეპილოგია დასაძლევი,იდგე მწვერვალზე
ძნელია ლოთი გაიხსენო,უფლის მასპინძლად
ხოლო იუდა (მოღალატედ)სარჩობელაზე.

ასეა ასე,ირაკლისგან გამიგონია
,,თურმე ცხოვრება არ აბრუნებს ხურდას" ნატოვარს
და ვინც კი გვერდით დაიყენა.გაიტოლია,
ზურგი აბრუნა უსირცხვილოდ,ყველამ მაცხოვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები