ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2013


**

ისევ შავ-თეთრი გახდა სამყარო,
მტკივა ყოველი ნაფლეთი მიწის
და ქართველობით ვეღარ ვამაყობ
რადგან მცირენი უსმენენ სინდისს!..
მალე იმედსაც დაფარავს ნისლი,
კიდევ რამდენი მკვდარი დავმარხოთ
ნუთუ არ არის სამშობლო ღირსი,
ბოლო მოეღოს ამდენ მარათონს.
ძარღვებში სისხლი წვეთ-წვეთად მტკივა,
უფლის იმედად ვიყოთ როდემდე?!
არასდროს საქმე, სულ იყო სიტყვა
გადამთიელებს უნდა ვმონებდეთ?
შენ საქართველოვ, ფერფლით აღსდექი!
ასეთ ყოფნას ხომ ჩალის ფასი აქვს,
ნუ ვეკიდებით ყველას გაგებით
ჩვენი ვარსკვლავი ჯერაც ანთია...
გვეყოფა! ნუღარ მივტირით წარსულს
გულის ნაკაწრებს დროზე ვუწამლოთ
ჩვენ დავიბრუნებთ ყველა დაკარგულს,
შენც შეგვეწიე ოღონდ უფალო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები