ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2013


ჩანაწერი 1

მე არ მოგიყვებით თუ რას განვიცდი...
ეს იქნება საუბარი, რომელიც არ შეეხება "მალალიტრაშკიან" მანქანებს...
არც პოლიტიკურ მოვლენებს (მიუხედავად ყველაზე აქტუალობისა დღეს)
ამჯერად მეზობლებსაც შევეშვათ,
ნათესავებსაც,
მეგობრებსაც,
ნაცნობებსაც,
რადგან მათ თითქმის არაფერი იციან, გარდა ზურგსუკან ქირქილისა...
ამინდზე ვისაუბროთ თუ არა?-
მე გეტყვი რომ კიდევ 6 თვე ეციება...
არც ყავა,
არც ჩაი...
მოდი არც ლექსი,
ლიტერატურაც არც...
მე ასე გადავწყვიტე:
არ გესაუბრო
დილით გადაჭედილ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებზე...
სამსახურებში დაკანონებულ ყოველდღე ერთიდაიგივეობაზე...
შუადღის ფასფუდზე,
საღამოს მსუბუქ კერძზე,
ოცნებების გარეშე გატარებულ საღამოებსა
და გაწელილ უძილო ღამეებზე...
ვერნაპოვნ იმ ერთადერთსა
და კარგა ხნის წინათ დავიწყებულ ბედნიერებაზე...
დიახ მე ვზივარ ქუჩის განაპირა კაფეში
და გამალებით ვხვრეპ სუპს სოკოთი...
მერე მწვანე ჩაისაც დავაყოლებ
და ნებიერად გავიზმორები...
შენ ჯერ კიდევ გიკვირს თუ როგორ შემიძლია ვისეირნო მარტომ...
ხომ ხედავ მე თითქმის არაფერზე მოგიყევი...
რადგან ყველაფერი მახრჩობს...

...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები