ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2013


არიან ადამიანები...

არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სულში ისე შემოიჭრებიან, არც კი იცი, რატომ და რისთვის! ასეთი იყო თამარაც, მშრალ ხიდზე იდგა და ჭურჭელს ყიდდა. ნათელი სახე ჰქონდა, მშვიდი, მუდამ მომღიმარი. სულ ბოდიშებს იხდიდა, თითქოს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი , თავს იმართლებდა,  სცხვენოდა, არაფერს ყვებოდა თავის ოჯახზე, ერთადერთი რაზეც წუხდა ის იყო, რომ შვილიშვილს ცოლი ვერ მოჰყავსო. რამდენი სითბო იდგა მის თვალებში, კლიენტს გულდაწყვეტილს არ გაუშვებდა, რომც ეზარალა. მიხაროდა მასთან ჩავლა და საუბარი. არასოდეს გამოთქვამდა ცხოვრებით უკმაყოფილებას. ჩემს პატარა სოფოს კამფეტებით უმასპინძლდებოდა, საჩუქრებსაც ჩუქნიდა, წარმოგიდგენიათ, რა ვაჭრობა უნდა ჰქონოდა?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ის აქ ხალხთან მოდიოდა, სიყვარული სწყუროდა, ადამიანების სითბო.
        ერთხელაც ჩავიარე მშრალ ხიდზე და მითხრეს თამარა გარდაიცვალაო. თითქოს სიმი ჩამწყდა გულში, ასე სწაფად, ასე მოულოდნელად, არც უავადმყოფია. კეთილი ადამიანი ღმერთმა ტანჯვისათვია ვერ გაიმეტა. ბევრს დააკლდა მისი მომღიმარი სახე, მათ შორის, ჩემს პატარა გოგონასაც. მის ნაჩუქარ ფაიფურის კურდღელს მე და სოფო ძალიან ვუფრთხილდებით. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს