ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2013


უკანასკნელი ბანალურობა

ღამეა, ანუ მე ვწერ და სიყვარულიც ჯერ არ მომკვდარა...
  -ლუ ლუ ლუ, ის ვიმღეროთ, აი გზაზე რომ კურდღელი მიხტის.. მიდი რაა.
  მუდარით სავსე თვალებს შემომენათებდა და მეც მთელი თავისი თეატრალური  დადგმით ვასრულებდი.
  -დაწიე ცოტა თავი, ლოყას ვერ ვწვდები. -ვბრაზობდი მისი სიმაღლის გამო და ხანდახან თავზეც მკოცნიდა. ჩემი პატარა ხარო ისე ამბობდა აი დედამ იცოდა ხოლმე ეგრე...         
  მაშინაც ღამე იყო. თავი მის მკერდზე მედო და აღარაფერი იყო სამყაროში იმის იქით. მხოლოდ მე და ის, ჩვენში კი მომავლის იმედი, რომელიც მუცლადმყოფი ემბრიონის გულივით ფეთქვდა.
  -იცი?! შენ მყავხარ მარტო და მეჩვენება, რომ უშენობა მინის ბოთლს ჰგავს, ჰო როცა ჩემთან არ ხარ ეს მინის ბოთლი ხელიდან მივარდება და უკანასკნელი წყლის წვეთიც იკარგება, არადა მწყურია. გესმის?!
  მის სახეს დავხედე. ჩასძინებია. ბავშვურ ღიმილზე ვაკოცე და ფიქრებში ჩავიკარგე. ფრაზები, კადრები, განცდები, ტრიალებს გაუჩერებლად და მიმავალ მატარებელში ჩაბმული ვაგონი მგონია თავი.

-სულ ეს იყო?! წყენით შემომხედა მარიამმა..
-კი ჩემო, სულ ეს...
-ბოლოს რა მოხდა? უყვართ ისევ ერთმანეთი?
-ბოლოს გოგონას ძალიან ეძინებოდა და დაიძინა... მას შემდეგ სულ ძინავს. ბიჭი კი, ბიჭზე არაფერი ვიცი მარიამ...
-როგორ იგონებენ ასეთ ამბებს არა ელ?
-ჰო მარიამ. მოდი ეს იყოს ბოლო მოგონილი ამბავი.
-ეგ როგორ?!
-იყოს ეს ამბავი მთვრალი მხატვრის მიერ მიტოვებული ნახატის შუქჩრდილებივით..
-შენ არაფერი დაგიწერია ახალი?
-მე უკანასკნელი დავასრულე...

  ღამეა, ქუჩას მშიერი ძაღლის ძუნძულით მისდევს მათხოვრის ბავშვი, რომ სადმე სიცივეს შეაფაროს თავი. მე თბილ საბანში შეხვეული დამსხვრეულ მინის ბოთლზე ვდარდობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები