 | ავტორი: კაკუხე ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2013 |
ქალო! გიხდება კოჭამდე კაბა... დალალი შავი, მკერდზე რომ გფენის. მომხედო იქნებ, ჩამიკრა თვალი. არა! შენ უფრო სიმორცხვე გშვენის. გიხდება ქალო ჩაწნული ვარდი, შენმა ტუჩმა რომ მოპარა ფერი... მე უფრო მიყვარს შენი ჭორფლები, ვიდრე შეფერილ ლოყები სხვების. ეგ ცრემლიც თვალზე, შეგშვენის ქალო! თუმც ტირილისთვის არ მემეტები... შენ უფრო გხატავს ღიმილი ლაღი, კბილებს რომ გასდევთ ბროლების ფერი. შეგშვენის თვალის ბუნებრივ ფერიც. ლოყებზე მორცხვი და ვარდის-ფერი. მე უფრო მიყვარს შენში სიმორცხვე, ვიდრე კაბის ქვეშ ფეხები გრძელი. მე მიყვარს შენში გულწრფელი სიტყვა... ძუნწად ნათქვამი სიტყვებიც შენი. მიყვარს შენში რომ არ ჰგავხარ სხვებს და... ქართველი ქალის შემოგრჩა ფერიც. სპეტაკი სული გიხდება ქალო! როგორც ენძელას, სითეთრე შვენის. მე მეყვარება მუცელი მრგვალი, ზედ რომ იგრძნობა პატარას ფეხი. მე მეყვარება შენი ტუჩები... სიმორცხვით წითელს გადაჰკრავს ფერი. მე მოვიპარავ მაგ გრძნობებს, წმინდას... და მოგატარებ სამყაროს ხელით... არასდროს დამღლის მე შენი ცქერა, და ღამით სუნთქვა შენი, მე შემშლის! როცა სიმორცხვით დახრი წამწამებს, შეგეფაკლება ლოყები თხელი... მე მეყვარები როგორც მე ვიცი! ვერ დაგპირდები ბაღებს ედემის... და რომ იცოდე, ამ ლექსში, მალვით, მე სულ ახლახან... შენ.. გთხოვე... ხელი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გმადლობთ : )) გმადლობთ : ))
12. უმაგრესი ლექსია უმაგრასი აზრით.გამწყობით და ემოციით. წარმატებები ავტორს+++++ უმაგრესი ლექსია უმაგრასი აზრით.გამწყობით და ემოციით. წარმატებები ავტორს+++++
11. ლუტეცია, გოგო ვარ, მაგრამ ეს ის არის რაზეც ვფიქრობ რომ ყურადღებას უნდა აქცევდნენ მამაკაცები : )
გმადლობთ :) ლუტეცია, გოგო ვარ, მაგრამ ეს ის არის რაზეც ვფიქრობ რომ ყურადღებას უნდა აქცევდნენ მამაკაცები : )
გმადლობთ :)
10. :-) გულწრფელობა მომეწონა აქ :-) :-) გულწრფელობა მომეწონა აქ :-)
9. "შედი ქალო კუხნაში" რა შუაშია? უმანკო სიყვარულზეა ლექსი. მეორე საკითხია, როგორაა შესრულებული. ცოტა გაწელილი მეჩვენა და სიტყვა "ფერი" ძალიან ბევრჯერ შემხვდა :)
სიკეთე ყველას! "შედი ქალო კუხნაში" რა შუაშია? უმანკო სიყვარულზეა ლექსი. მეორე საკითხია, როგორაა შესრულებული. ცოტა გაწელილი მეჩვენა და სიტყვა "ფერი" ძალიან ბევრჯერ შემხვდა :)
სიკეთე ყველას!
8. რას ერჩით ამ კაცს? ბევრისგან განსხვავებით, მარტო ქალის სხეულზე მაინც არ ამახვილებს ყურადღებას. რას ერჩით ამ კაცს? ბევრისგან განსხვავებით, მარტო ქალის სხეულზე მაინც არ ამახვილებს ყურადღებას.
7. :)))))) იუმორის ზეიმია.. :)))))) იუმორის ზეიმია..
6. გმადლობთ, შევასწორე :) გმადლობთ, შევასწორე :)
5. ბოლო სტროფის პირველ ხაზში კორექტურა გაგპარვია და თუ არ დაგეზარება, შეასწორე.
წარმატებებს გისურვებ. ;) ბოლო სტროფის პირველ ხაზში კორექტურა გაგპარვია და თუ არ დაგეზარება, შეასწორე.
წარმატებებს გისურვებ. ;)
4. ვერ მიმიხვდით ჩანაფიქრს ალბათ. ეგ არაფერი... :) ვერ მიმიხვდით ჩანაფიქრს ალბათ. ეგ არაფერი... :)
3. ბარემ დაწერე შედი ქალო კუხნაში ბარემ დაწერე შედი ქალო კუხნაში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|