 | ავტორი: ნუციკო ჟანრი: პოეზია 19 ოქტომბერი, 2013 |
– უკაცრავად, გამატარეთ,
მეჩქარება,
რიგში დგომა აღარ ძალმიძს–
მეაჯება,
მოხუცია, არ დავუთმო?
მეხათრება,
მაგრამ რა ვქნა, დრო არ მიცდის,
მეჩქარება.
სულ გავრბივარ მთა–მთას იქით
მენანება,
რაც დავხარჯე ენერგია,
მემატება,
განა განძი, განა ოქრო,
ათმაგდება
უფრო სევდა, უფრო დარდი...
მეჩქარება,
დრო არ მიცდის, ვერც მე ვუცდი
მემართება
რა არ ვიცი, არც კი ვფიქრობ,
მეჩქარება
მე მთებს იქით გაზაფხული
მელოდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არ მომეწონა. ჩემი შეფასება: 0 არ მომეწონა. ჩემი შეფასება: 0
8.
რამდენად ჩქარობს, იმდენ მეტ შეცდომებს უშვებს ცხოვრებაში ადამიანი!
რამდენად ჩქარობს, იმდენ მეტ შეცდომებს უშვებს ცხოვრებაში ადამიანი!
7. მთელი იდეა ამ ლექსის არის ის რომ ადამიანი ყოველთვის ცხოვრობს მომვალით და არა აწმყოთი, ავიწყდება ის რომ აწყომსგან შედგება მომავალი, თუ რამე უნდა, დღეს უნდა გააკეთოს, ლექსი შინაარსის მიხედვით მე ხვალისკენ მივილტვი, მაქვს იმედი რომ ხვალ ვეწევი ბედნიერებას და მთელს ენერგიას ვხარჯავ ხვალისთვის. შედეგად ხვალ მივიღებ ენერგიისგან დაცლილი ჩემს თავს, რომელსაც არც ბედნიერება ექნება და არც არაფერი. მთელი იდეა ამ ლექსის არის ის რომ ადამიანი ყოველთვის ცხოვრობს მომვალით და არა აწმყოთი, ავიწყდება ის რომ აწყომსგან შედგება მომავალი, თუ რამე უნდა, დღეს უნდა გააკეთოს, ლექსი შინაარსის მიხედვით მე ხვალისკენ მივილტვი, მაქვს იმედი რომ ხვალ ვეწევი ბედნიერებას და მთელს ენერგიას ვხარჯავ ხვალისთვის. შედეგად ხვალ მივიღებ ენერგიისგან დაცლილი ჩემს თავს, რომელსაც არც ბედნიერება ექნება და არც არაფერი.
6. :))) მადლობა :) :))) მადლობა :)
5. სათაურიდან გამომდინარე შთაბეჭდილება შემექმნა რომ ნაჩქარევი გამოვიდა ნაწერი და უკეთესიც შეგიძლია თუ ნაკლებად იჩქარებ.. წარმატებები სათაურიდან გამომდინარე შთაბეჭდილება შემექმნა რომ ნაჩქარევი გამოვიდა ნაწერი და უკეთესიც შეგიძლია თუ ნაკლებად იჩქარებ.. წარმატებები
3. ამ შემთხვევაში სიჩქარე უფრო არის იმ რაღაცის მნიშვნელობის საზომი, რისკენაც მიისწრაფის ადამიანი. ამ შემთხვევაში სიჩქარე უფრო არის იმ რაღაცის მნიშვნელობის საზომი, რისკენაც მიისწრაფის ადამიანი.
2. მე მთებს იქით გაზაფხული მელოდება. ++++ წარმატებებიი
მე მთებს იქით გაზაფხული მელოდება. ++++ წარმატებებიი
1. არ ვიცი, ფილოსოფიუეი დილემაა. ზოგჯერ კარგია სიჩქარე. ალბათ ეს ხასიათის შესაბამისია. +++ არ ვიცი, ფილოსოფიუეი დილემაა. ზოგჯერ კარგია სიჩქარე. ალბათ ეს ხასიათის შესაბამისია. +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|