| ავტორი: თემური57 ჟანრი: პროზა 19 ოქტომბერი, 2013 |
ჯალათი
ვიდრე დათქმული შეხვედრა შედგებოდა კარგახნის დრო მქონდა. საათს დავხედე, ორი სრულ- დებოდა, ბარემ ვისადილებ მეთქი გავიფიქრე და სახინკლეს მივაშურე. შეკვეთა მივეცი, ცარიელი მაგიდა შევარჩიე და მივუჯექი. მიმტანმა კათხა ლუდი მომართვა. მად- ლობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავუღიმე. ,,ხინკალი მალე იქნებაო” - მითხრა და გამეცალა. ლუდი მოვწრუპე. მესიამოვნა. თვალები მივლულე. ზურგის მხრიდან მამაკაცის ხმამ თხოვნით მომმართა: - თუ ნებას დამრთავთ, დავჯდები! ოდნავ შევბრუნდი და თანხმობა მივეცი. ის მაგიდასთან ჩამოჯდა. ერთმანეთს მივესალმეთ. - მე, კუკური ვარ სამარყანდელი ! - მითხრა თავის დაკვრით. გავიკვირვე და ხუმრობით ვკითხე: - უზბეკი ხომ არ ბრძანდებით ? - არა, ქართველი! რა შუაშია უზბეკი? - სამარყანდი ხომ მათი ქალაქია? - ვთქვი ცოტა არ იყოს გაოცებულმა. - ,,სამარყანდელი” ქალაქის გამო არ დამირქმევია, მე მწერალი ვარ! განსხვავება ვერ დავინახე, მაგრამ უსიტყვოდ დავეთანხმე. ვიფიქრე ალბათ ცოტას ურიკინებს მე- თქი. ის არ მომეშვა და ჩემი სახელით დაინტერესდა: - მე, ნიზამი ვარ განჯელი - ვუთხარი ხუმრობით. არ გაკვირვებია, თუმცა გაიღიმა და მორიგი შეკითხვა დამისვა: - შენც მწერალი ხარ? გავმხიარულდი, მითუმეტეს, რომ ჩემი შეკვეთილი ცხელი ხინკალი ხონჩით მომართვეს. მასაც შე- ვთავაზე. გაიხარა. მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ მისი შეკვეთილი ხინკალიც მიგვეყოლე- ბინა. თანხმობა განვუცხადე. კითხვა გამიმეორა. უარი ვუთხარი. ,,არა, მწველავი ვარ მეთქი’ - განვუცხადე. იმდენი იცინა, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. მერე დაინტერესდა ლიტერატურა თუ მი- ყვარდა. როცა თანხმობა მიიღო, სიამაყით წარმოთქვა: - მე, შემფასებლად ვმუშაობ ლიტერატურულ საიტზე. რადგან ვერაფერს მივხვდი, ძალაუნებურად ჩავეძიე: მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცხვირწინ დამიტრიალა და მითხრა, რომ ერთ-ერთ სა- იტზე დამწყები მწერლების შეფასებით იყო დაკავებული. - მერე, რა შეფასებას იმსახურებენ? - შევეკითხე ისე, თითქოს ძალიან დავვინტერესდი. - ზოგი კარგია, მაგრამ ვამუხრუჭებ. მივხვდი, რომ ასეთი პასუხი სპეციალურად გამცა, რათა მისი პერსონისადმი მეტი ყურადღება გა- მომეჩინა. ასეც მოვიქეცი: - რას ნიშნავს დამუხრუჭება? - ვუთხარი ღიმილით. მან მაშინათვე ამიხსნა: - ეს იმას ნიშნავს, რომ სხვების დადებით შეფასებას, ჩემს უარყოფით შეფასებას ვუპირისპირებ. ქულებს ვუბათილებ. ამით კი სარგებელს ვნახულობ, საკუთარ ნაწარმოებებს რეიტინგს ვუწევ. რადგან პასუხი ბუნდოვნად მივიჩნიე მორიგი კითხვა დავუსვი: - სხვებსაც ხომ შეუძლიათ ანალოგიურად მოიქცნენ? - როგორ არ შეუძლიათ? - მომიგო მთელი სერიოზულობით - სხვები ცუდ შეფასებას არ მაძლე- ვენ და ამით ვსარგებლობ. - ამის მიზეზი რა არის? მაგარი მწერალი ბრძანდებით? - ჰო, მაგარი ვარ! - მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს წყნარ ოკეანეში ხუთი გემი დაუდიოდა. - ცნობადი სახე ნამდვილად არა ხართ. თუ მარტო ჩემით ,,იზომებით,” კარგია - ვთქვი გასაღიზია- ნებლად, მაგრამ ამჯერადაც მშვიდად მომიგო: - მთავარი ის არის, რომ ჩემი შიში აქვთ. - შიში თუ ზიზღი? არც ეს შეკითხვა გაკვირვებია, ,,დამაჯერებელი” პასუხი გამცა: - სულელი არ ვარ, ჩემზე წინ ვინმე გავუშვა. ძველი დრო იყოს კარგია ... - ,,ორგანოებში” დაასმენდით, თუ დახვრეტდით? - გუმანმა მიმახვედრა, რომ ყოფილ პროვოკა- ტორს ან ,,ნომრიან აგენტს” ვესაუბრებოდი. ყოველ შემთხვევაში, ისეთ ადამიანს, რომელიც ცხოვრე- ბის არსს ამაში ხედავდა, რაც შემდეგი სიტყვებით გადმოიცემოდა: ,,თუ გინდა, რომ შენ იყო კარგად, მაშინ სხვა უნდა იყოს ცუდად”... ეს სატანის ,,დაუწერელი კანონი” გახლდათ. - აბა რა გითხრათ, რაღაცას მოვიფიქრებდი - თქვა მთელი სერიოზულობით. გავღიზიანდი. სახეში ჩავაშტერდი ... ნათლად დავინახე თუ როგორ იდგა ის ეშაფოტზე დიდი ალე- სილი ნაჯახით, წითელი მოსასხამით, სახეზე ნიღაბაფარებული და ღვარძლიანად იღიმებოდა. - ადექით მაგიდიდან! - რატომ? პასუხის ნაცვლად ხელი ავუქნიე ... რა უნდა მეთქვა? .. ჩემს პირისპირ ხომ შუასაუკუნეების ტიპი- ური ჯალათი იჯდა, რომელიც დროში აცდენოდა სანუკვარ ეპოქას. ის უხმოდ ადგა და სხვა მაგიდასთან გადაჯდა ... ... ტელეფონის წკრიალა ხმამ გამომაღვიძა. ლოგინიდან წამოვიწიე და გავიზმორე. ვიდრე ვუპა- სუხებდი გავიფიქრე, რა საოცარი სიზმარი ვიხილე მეთქი.
თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგია ამ თემაზე რომ დაწერეთ, ეგებ მართლაც არიან ასეთები, იქნებ გამოსწორდნენ :))) ++ კარგია ამ თემაზე რომ დაწერეთ, ეგებ მართლაც არიან ასეთები, იქნებ გამოსწორდნენ :))) ++
5. კარგია, სიზმარშიც რომ საიტზე ფიქრობ, არც შეფასება, არც ქულათა რაოდენობა, არც რეიტინგი დრამატულამდე არ უნდა დავიყვანოთ, მეც მომწონს ეს საიტი ყველა ჩვეულებრივი , თუ არაჩვეულებრივი წევრებით და თავისი ავ-კარგიანობითაც. კარგია, სიზმარშიც რომ საიტზე ფიქრობ, არც შეფასება, არც ქულათა რაოდენობა, არც რეიტინგი დრამატულამდე არ უნდა დავიყვანოთ, მეც მომწონს ეს საიტი ყველა ჩვეულებრივი , თუ არაჩვეულებრივი წევრებით და თავისი ავ-კარგიანობითაც.
4. კარგია, რომ გამიგეთ. ჩვენ ხომ სიკეთეს ვთესავთ და არავის აქვს უფლება ბოროტებით გადაგვიხადოს. შეიძლება ცუდი ხელოვანი ვარ, მაგრამ ამით არავის ვზღუდავ, არც ვუშავებ რამეს. თავისუფლება, რომელიც ამ საიტზეა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. კარგია, რომ გამიგეთ. ჩვენ ხომ სიკეთეს ვთესავთ და არავის აქვს უფლება ბოროტებით გადაგვიხადოს. შეიძლება ცუდი ხელოვანი ვარ, მაგრამ ამით არავის ვზღუდავ, არც ვუშავებ რამეს. თავისუფლება, რომელიც ამ საიტზეა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
3. საინტერესო სიზმარი გინახავთ, მოკლემეტრაჟიანი ფილმივით, არ ვიცი რა ვთქვა, სამწუხაროა თუ რიალობასთან ახლოა, მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ადამიანები მიყვარს და მჯერა მათი კეთილგონიერების, ყველა "მელკი" ბოროტი კი უსამართლოდ დაჩაგრული ან სისასტიკის მსხვერპლი მგონია. საინტერესო სიზმარი გინახავთ, მოკლემეტრაჟიანი ფილმივით, არ ვიცი რა ვთქვა, სამწუხაროა თუ რიალობასთან ახლოა, მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ადამიანები მიყვარს და მჯერა მათი კეთილგონიერების, ყველა "მელკი" ბოროტი კი უსამართლოდ დაჩაგრული ან სისასტიკის მსხვერპლი მგონია.
2. ეგ საოცარი სიზმარი ზოგიერთ ლიტერატურულ საიტზე ახდება ხოლმე:) ეგ საოცარი სიზმარი ზოგიერთ ლიტერატურულ საიტზე ახდება ხოლმე:)
1. :) მთავარი აზრი მომეწონა, რაც ჩემი გადასახედიდან დავინახე. . . :) მთავარი აზრი მომეწონა, რაც ჩემი გადასახედიდან დავინახე. . .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|