ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2008


ბათუმს

ეძღვნება ბათუმელ ურაკპარაკელებს როის თამადობით,
ისინი ჩემს შემოქმედებით შუადღეზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში

თითქოს ამ ქალაქში დავიბადე,
აქვე მოვიშუშე იარები,
აქ მზე განახლების სულით მანთებს,
წვიმა ნათლობის და ზიარების...

აქ კაცს გული უცემს უღალატო,
აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი
და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო
ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი...

და თუ მართლა იცნო გულმა გული
და თუ მართლა იგრძნო ბგერამ, ბგერა
ლექსად მოგაწყდება გარითმული
წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა...

ზღვასთან წუთიერი გარინდებით,
თითქოს შთაგონებას ეწყურები,
მინდვრებს შესევიან ყვავილები,
ხეებს მოჟღურტულე ბეღურები...

ო, რა ქართულია შენი მიწა,
ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი,
გული შენს ნაწილად გადაიქცა
და მკერდს ეხეთქება ტალღასავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები