ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2013


ვიფიქრე...

...
ვიფიქრე არაფერი დასრულდება.
ხანდახან თითები და კლავიშები.
ჩემი მზე ოთახიდან გასულია,
ოთახში დარჩენილა კაეშანი...

ვიფიქრე ზურგს შევაქცევ საფეხურებს,
სივრცეში გავიხედავ დაჟინებით!
ღაწვებზე ცრემლები და სიმხურვალე...
ყოველი უშედეგო გარიჟრაჟი...

ვიფიქრე ზღვა არის და სილურჯეებს
აიტანს ჰორიზონტის ვერნისაჟი.
სუნთქვაში სინოტივე გაუჯდება
სიყვარულს და მისდაგვარ პეიზაჟებს...

ვიფიქრე არაფერი დასრულდება.
ხანდახან თითები და კლავიშები...
სიცოცხლე შენამდეც რომ სასულეა
კავშირებით...

<3




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები