ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2013


მომიტევეთ, დღეს ღიმილი სახლში დამრჩა

– დავაშავე ქალბატონო? შემომღიმა ზღვანაყლაპა თვალებმა. ვიდექი მის წინაშე, ვიღიმებოდი და ...
ალბათ მართლაც რამე დააშავა, მე რა ვიცი. გაუკვირდა ღიმილიანი მზერა,  კია...
გავაგრძელე გზა.
არა, როგორ არ უნდა გაიღიმო.
–რამე მოხდა? მაჩერებენ გამვლელები.
– ხომ კარგად ხართ? ხელს არ მიშვებს, თან სვენებით, შუქნიშანზე ბებო მიმყავს და ფერები, წითელ, ყვითელ, მწვანე, ლურჯი ფეხსაცმელი მომხვდა თვალში.
მოდის კაცი, შეუკრია წარბი.
თეთრი ქალი, კუშტთვალება სახით. იქვე ბავშვი. გავუღიმე, შერცხა წამით. დედის კალთას მოაფარა ოდნავ თვალი.
–რას აკეთებ? – შევეკითხე დაბნეული.
კიდევ ერთხელ გავუღიმე, ამყვა მაინც.
დედამ დარდით გადმომხედა.
– მომიტევეთ, მე ღიმილი სადღაც დამრჩა.
ამ სიტყვებზე, ჩემს უკან მდგარ ქალებს გულიანად გაეცინათ.
–საბრალო, უკვე სულ მთლად ვეღარ არის. თვალის დახუჭვაც ვერ მოვასწარი, გამოუტანეს სწრაფ  განაჩენი.
შევღიმე მუშას, ნომერს ხომ ვერ დამიტოვებო მომაძახა უცბად... გზა გავაგრძელე ჩუმად.
ამოვიხედე ალვიანებში
წითელზე ვდგავარ,  ვერ გადავწყვიტე: გადასწრება თუ მოცდა სჯობს და...
–გოგონა რა დროს ღიმილია, ჩქარა გადადი. გზას მითმობს თურმე „ჯენტლმენი“ ტაქსი.
დიახ, ჯენტლმენი და არა ტაქსი. გამოუყვია ფანჯრიდან თავი. არც ის იღიმის, აღარ ვა–დრო–ვებ.
წვიმს და მე თითქოს ესეც მახარებს...
ახალგაზრდა გოგოებმა მხარი გამკრეს.
„სულელია, მარტო მიდის და იღიმის“, ვითომ ერთმანეთში,  მომაძახეს ქედმაღლურად.
გამეღიმა. შევეჭერი მათ ფიქრებსაც.
მოიცადეთ, ჰაერიც კი დაცლილია. სიცილები დაჰკლებია, დაღლილია.
ყველა სახეს თავის დარდი აწერია.
ვერ შეხედავ, ოცნებები დასჯილი ჰყავთ.
ცის შემხედვარე თვალებიდან  ვნახე სიზმარი.
ვდგავარ ქუჩაში და მონოლოგს ვკითხულობ, ტრიბუნიდან, ყველამ რომ დამინახოს და გაიგოს:
„რა მოხდებოდა ერთხელ, სახლიდან ყველა გამოხვიდეთ ღიმილიანი სახით. წარმოიდგინეთ, მიდიხარ და უცნობები გიღიმიან. რა სჯობია?! აგყვებ–დაგყვება ეს ღიმილი, იმედს გაგიზრდის, გაგახალისებს. ვინ იცის, იქნებ გეშველებათ დარდის წიკვაშიც... მხოლოდ ღიმილი გავიხადოთ სახის ნიღაბი.“
თუ დავაშავე რომ ვიღიმი, მაშ მითხარით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები