შემოდგომის ინტერვიუ
პირველი რესპოდენტი – ნაძვის ხე
ჟურნალისტი – როგორ მოგმართოთ: ბატონო ნაძვო, თუ ქალბატონო ნაძვო? ნაძვი – რიგრიგობით ჟურნალისტი – ბატონო (?!) ნაძვი მხოლოდ იცინის ჟურნალისტი – რას გვეტყვით თქვენი ცხოვრების შესახებ, როგორ პირობებში გიწევთ ცხოვრება? ნაძვი – ბედს არ ვუჩივი, აგერ უკვე 32 წელია ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ ტყე-პარკში ვცხოვრობ. გვიცავენ და გვივლიან... თუმცა ამ ზაფხულს ცოტა შევწუხდით, ალბათ მოგეხსენებათ ოკუპანტების (უხ მაგათი ტუუ...) მიერ გაჩენილი ხანძრის თაობაზე. კიდევ კარგი აქამდე არ მოსულა, მაგრამ საშიშროების შემთხვევაში მე მაინც გავასწრებდი, საზღვარგარეთის პასპორტი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. ჟურნალისტი პირდაღებული და თვალებგაფართოვებული უყურებს, მაგრამ მაინც განაგრძობს – რას ფიქრობთ მომავალზე? ნაძვი – ახალი წელი გვიახლოვდება, ჩვენი მასობრივი ჩეხვის პერიოდი. ვინ იცის, იქნებ თბილისში პარლამენტის წინაც მიხილოთ მთავარ საახალწლო ნაძვისხედ. მაგრამ ხომ იცით იქიდანაც მომისვრიან 14 დღეში პირდაპირ ნაგავსაყრელზე. ჟურნალისტი – ნუ ღელავთ, ახლა მოდაში ხელოვნური ნაძვებია.
მეორე რესპოდენტი – ალვის ხე
ჟურნალისტი აღარ კითხულობს, თუ როგორ მიმართოს მას. ალვის ხე ტირის ჟურნალისტი – რა გატირებთ? ალვის ხე – შვილები წამართვეს ჟურნალისტი – ვინ წაგართვათ შვილები? ალვის ხე – დროებამ... წარმოიდგინეთ დაჰბერავს ქარი, შვილებს ახლოს მივიკრავ, ხელიდან მგლეჯენ... იცით, სანამ საბოლოოდ არ მომშორდებიან ჩემი შვილები, უკანასკნელად იკრებენ ღონეს, რომ თავი დაიმაგრონ ჩემზე, ისტერიულად ფარფატებენ, აქეთ-იქით აწყდებიან, ყვირიან. მეც არ ვუშვებ მათ ხელს, მაგრამ ბოლოს მაინც ქარი იმარჯვებს. ისინი ჩემს ფერხთით დაესვენებიან და მე ვუყურებ მათი ლპობის პროცესს. ჟურნალისტი უემოციოდ დგას – რას ელით? ალვის ხე – გაზაფხულს, რომელიც ჯერ ძალიან შორსაა.
მესამე რესპოდენტი – ბაო-ბაბი
ჟურნალისტი თბილისში, ვიღაც მილიონერის სახლის ბაღში შედის. მილიონერს გართულება აქვს ბაო-ბაბის ხეზე, რომელიც მადაგასკარიდან ჩამოიტანა და საგანდებოდ მისთვის ააშენა უზარმაზარი ორანჟერეა. ორანჟერეიდან გოდება ისმის. ჟურნალისტი – გამარჯობათ ბაო-ბაბი – რა გინდა?! ჟურნალისტი – არ მოგწონთ აქაურობა? ბაო-ბაბი – მშობელ მიწაში მიდგეს ფესვები! ჟურნალისტი ცინიკურად – მაშინ აქ როგორ დგახართ? ბაო-ბაბი – ორმოში ჩამდგეს ფესვებგარეშე და ტროსებზე დამკიდეს ჟურნალისტი – კი მაგრამ, ხომ კარგ პირობებს გიქმნიან, მეტი რა გინდათ? ბაო-ბაბი – “არ გავცვლი მე ჩემს სალ კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!” – ბაო-ბაბი მომენტალურად ხმება. ჟურნალისტს ბაღიდან კინწისკვრით გამოაგდებენ.
მეოთხე რესპოდენტი – დაუდგენელი ჯიშის, დიდი ხნის გამხმარი ხე უღრან ტყეში
ჟურნალისტი – იქნებ უკვე დროა ღუმელში აგიზგიზებული გიხილოთ?! ხე ხმას არ იღებს, მხოლოდ უცნაურად ირხევა ჟურნალისტი – ვერაფერი გავიგე! ხე უწინდებურად დუმს, რხევა ძლიერდება ჟურნალისტი წყობიდან გამოდის, ხეს მიაფურთხებს და თავისი გულის გამაწვრილებელი ხმით კივის – გამაგებინეთ რა ხდება აქ?! ხე უკომენტაროდ ადგილს მოსწყდა და ჟურნალისტს დაეცა. ჟურნალისტი მოკვდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
51. ზუსტად ამ ფინალს ველოდი :) მეხალისა :) ზუსტად ამ ფინალს ველოდი :) მეხალისა :)
50. ნწუ:** რაც მომწონს და არ მომწონს ხო იცი გეუბნები:*** ნიჭიერი ნამდვილად ხარ:* ნწუ:** რაც მომწონს და არ მომწონს ხო იცი გეუბნები:*** ნიჭიერი ნამდვილად ხარ:*
49. +5 ხო ჟურნალისტობა სახიფათო პროფესიაა:) +5 ხო ჟურნალისტობა სახიფათო პროფესიაა:)
48. ეს ვაფშეეე ;) 55555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555 ეს ვაფშეეე ;) 55555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
47. მართლა ღიმილი მომგვარაა ნაწერმა, თუმცა რეალობაა ყოველივე ეს! ჟურნალისტის სიკვდილი... ახია მაგაზე!!! მართლა ღიმილი მომგვარაა ნაწერმა, თუმცა რეალობაა ყოველივე ეს! ჟურნალისტის სიკვდილი... ახია მაგაზე!!!
46. შენ უფრო მაგრებს დაწერ ძმაო..სააღოლ!!! შენ უფრო მაგრებს დაწერ ძმაო..სააღოლ!!!
45. საწყალი ჟურნალისტი :-S საწყალი ჟურნალისტი :-S
44. არ მომეწონა... არ მომეწონა...
43. შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ საიტზე მარტო ჟურნალისტები არიან (ვართ) :)) ნაწერს რაც შეეხება მე პირადად, დასაწისი ბევრად მომეწონა ვიდრე ფინალი. მაინტერესებდა რითი დასრულდებოდა და სულ ცოტა იმედგაცრუებაც ვიგრძენი, მაგრამ კარგი იყო მაინც. შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ საიტზე მარტო ჟურნალისტები არიან (ვართ) :)) ნაწერს რაც შეეხება მე პირადად, დასაწისი ბევრად მომეწონა ვიდრე ფინალი. მაინტერესებდა რითი დასრულდებოდა და სულ ცოტა იმედგაცრუებაც ვიგრძენი, მაგრამ კარგი იყო მაინც.
42. მეღიმებოდა.. და მწარე იყო ეს ღიმილი, მწარე რეალობის გამო... საინტერესოა ფორმა... 5. მეღიმებოდა.. და მწარე იყო ეს ღიმილი, მწარე რეალობის გამო... საინტერესოა ფორმა... 5.
41. ძალიან კარგია ასე გააგრძელე. ძალიან კარგია ასე გააგრძელე.
40. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
39. ორიგინალურია ორიგინალურია
38. ყოცჰაგ, პატარავ! :* ყოცჰაგ, პატარავ! :*
37. ყოცჰაგ, პატარავ! :* ყოცჰაგ, პატარავ! :*
36. კარგიააააააააააააააააააააააააააა :) კარგიააააააააააააააააააააააააააა :)
35. მომეწონააა:) მომეწონააა:)
34. რატომ მოკალით ჟურნალისტი, ძველს რომ მიაფურთხა?. . . არადა მანამდე მისი მისია, თითქოს უფრო სხვა იყო. . . . ძალიან საინტერესოა , კიდევ წავიკითხავ! რატომ მოკალით ჟურნალისტი, ძველს რომ მიაფურთხა?. . . არადა მანამდე მისი მისია, თითქოს უფრო სხვა იყო. . . . ძალიან საინტერესოა , კიდევ წავიკითხავ!
33. მომეწონა, უბრალოდ თავისუფალი ნაწერი არაა :(. თუმცა შრომა დასაფასებელია მომეწონა, უბრალოდ თავისუფალი ნაწერი არაა :(. თუმცა შრომა დასაფასებელია
32. რა გითხრა, იდეა კარგია, ჟურნალისტი კი... ვინ იცის, როგორ ეზარებოდა მაგ სიუჟეტის გაკეთება და თანდათან ახრჩობდა პროტესტი და... "გულისგამაწვრილებელი ხმით კივის..." :) ამჯერად 4, პროფესიული პროტესტის მიუხედავად :) რა გითხრა, იდეა კარგია, ჟურნალისტი კი... ვინ იცის, როგორ ეზარებოდა მაგ სიუჟეტის გაკეთება და თანდათან ახრჩობდა პროტესტი და... "გულისგამაწვრილებელი ხმით კივის..." :) ამჯერად 4, პროფესიული პროტესტის მიუხედავად :)
31. ბრაააააააააააააააააააააააავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ძალიააააააააან მაგარია აუ მართლა ასეთი რამ რამდენი ხანია არ წამიკითხია მაგარი წასაკითხია
წარმატებებს გისურვებ ! ბრაააააააააააააააააააააააავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ძალიააააააააან მაგარია აუ მართლა ასეთი რამ რამდენი ხანია არ წამიკითხია მაგარი წასაკითხია
წარმატებებს გისურვებ !
30. სასიამოვნოდ წასაკითხი,მეცინებოდა კიდეც!5შენ. სასიამოვნოდ წასაკითხი,მეცინებოდა კიდეც!5შენ.
29. ეს უფრო სიუჟეტურად სრულყოფილი იყო:)იუმორნარევი ფინალით უფრო საინტერესოც და სასიამოვნო წასაკითხი:)
წარმატებები კიდევ და კიდევ:) ეს უფრო სიუჟეტურად სრულყოფილი იყო:)იუმორნარევი ფინალით უფრო საინტერესოც და სასიამოვნო წასაკითხი:)
წარმატებები კიდევ და კიდევ:)
28. :) საინტერესოა :) საინტერესოა
27. მომეჩვენა, რომ ბოლოში "მიფუჩეჩებულია" ცოტათი.. დანარჩენზე გამეღიმა :) კარგია :) მომეჩვენა, რომ ბოლოში "მიფუჩეჩებულია" ცოტათი.. დანარჩენზე გამეღიმა :) კარგია :)
26. ძალიან მაგარია:) ძალიან მაგარია:)
25. აუ რა ვიცინე ეულოოოოოოოოოოო :D აუ რა ვიცინე ეულოოოოოოოოოოო :D
24. რა გინდა.. კარგია.. საინტერესოა ის.. რომ ჯერ თვითონ ნაწერი მომეწონა და მერე.. თითქმის ყველა დამკომენტარებელს რომ დავეთანხმე.. პროზაში დიდი "თეოდორი" არ ვარ.. მაგრამ.. სუნთქვა მომესმა აქ.. რა გინდა.. კარგია.. საინტერესოა ის.. რომ ჯერ თვითონ ნაწერი მომეწონა და მერე.. თითქმის ყველა დამკომენტარებელს რომ დავეთანხმე.. პროზაში დიდი "თეოდორი" არ ვარ.. მაგრამ.. სუნთქვა მომესმა აქ..
23. ძალიან მაგარი ხაააააააააააარ :) მეამაყება რომ ჩემი ნაწერები მოგწონს ძალიან მაგარი ხაააააააააააარ :) მეამაყება რომ ჩემი ნაწერები მოგწონს
22. მართლაც რომ ნიჭიერი პატარა ხარ, კარგად წერ ასაკთან შედარებით, წარმატებები მართლაც რომ ნიჭიერი პატარა ხარ, კარგად წერ ასაკთან შედარებით, წარმატებები
21. :) აღარც ბორჯომ-ხარაგაულის პარკია და აღარც...
ნაძვი და ბაობაბი მომეწონა :) აღარც ბორჯომ-ხარაგაულის პარკია და აღარც...
ნაძვი და ბაობაბი მომეწონა
20. უი შენც კარგად წერ თურმე :)) ვიხალისე მართლა და თან რაღაც გულზეც მომხვდა :) უი შენც კარგად წერ თურმე :)) ვიხალისე მართლა და თან რაღაც გულზეც მომხვდა :)
19. ხოო...ზოგი ლიმონს ქერქიანად მიირთმევს ზოგი უქერქოთ ...გემოვნებაზე არ დაობენ რა მინდა გითხრა ...ოთხ ეტაპად გაქვს დაყოფილი რაც საინტერესოა ....არადა რამდენად აცნობიერებ პროცესს ეს არ ჩანს ანუ როგორც გემბანზე დეტალის აღწერას მეტი მნიშველობა მიეცემა თუ მიუთითებდი გემს .საით აქვს გეზი აღებული მგონი მიმიხვდები რისი თქმა მინდა... მადლობთ :) პ.ს ისე ...ხე როგორც სიმბოლო ძლიერი პიროვნების მაჩვენებელია
ხოო...ზოგი ლიმონს ქერქიანად მიირთმევს ზოგი უქერქოთ ...გემოვნებაზე არ დაობენ რა მინდა გითხრა ...ოთხ ეტაპად გაქვს დაყოფილი რაც საინტერესოა ....არადა რამდენად აცნობიერებ პროცესს ეს არ ჩანს ანუ როგორც გემბანზე დეტალის აღწერას მეტი მნიშველობა მიეცემა თუ მიუთითებდი გემს .საით აქვს გეზი აღებული მგონი მიმიხვდები რისი თქმა მინდა... მადლობთ :) პ.ს ისე ...ხე როგორც სიმბოლო ძლიერი პიროვნების მაჩვენებელია
18. ძააან მაგარიაა მართლააა საღოლლლ 555555 ძააან მაგარიაა მართლააა საღოლლლ 555555
17. ეს უფრო მომეწონა...:) ეს უფრო მომეწონა...:)
16. ეგ ჟურნალისტი თავიდანვე ჯერ გამხმარ ხეს უნდა შეხვედროდა და დანარჩენებს ვეღარ გაუწყალებდა გულს... ეს ხუმრობით, საინტერესოდ წერ, მომეწონა. 7 ეგ ჟურნალისტი თავიდანვე ჯერ გამხმარ ხეს უნდა შეხვედროდა და დანარჩენებს ვეღარ გაუწყალებდა გულს... ეს ხუმრობით, საინტერესოდ წერ, მომეწონა. 7
15. ვააა, კარგი ჩანახატებია, მომეწონა, მეც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ :)
5 ვააა, კარგი ჩანახატებია, მომეწონა, მეც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ :)
5
14. მაგარია...ადრე აქ მედო ჩანახატი სახელწოდებით "ხის სიკვდილი", ის გამახსენდა... მაგარია...ადრე აქ მედო ჩანახატი სახელწოდებით "ხის სიკვდილი", ის გამახსენდა...
13. განსაკუთრებით მადაგასკარელი ბაობაბით დავინტერესდი,უნდა გამიგოთ,ძვირფასო ავტორო, რა ერქვა მაგის პაპის ძმას, გონი ჩემი ნათესავია, მე ხო მეორე სახელი "ბაობაბოთი" უფრო ვარ ცნობილი ვიდრე წიკოთი. ძლივს ავ ვნახე ამხელა ინტერნეტლიტსივრცეში ცემ ზე და ცემ ტვისტომზე ნაწარმოები?! მადლობა ავტორს, პარტიას და მტავრობას!! მგონი ბაობაბების დროც მოვიდა:)) განსაკუთრებით მადაგასკარელი ბაობაბით დავინტერესდი,უნდა გამიგოთ,ძვირფასო ავტორო, რა ერქვა მაგის პაპის ძმას, გონი ჩემი ნათესავია, მე ხო მეორე სახელი "ბაობაბოთი" უფრო ვარ ცნობილი ვიდრე წიკოთი. ძლივს ავ ვნახე ამხელა ინტერნეტლიტსივრცეში ცემ ზე და ცემ ტვისტომზე ნაწარმოები?! მადლობა ავტორს, პარტიას და მტავრობას!! მგონი ბაობაბების დროც მოვიდა:))
12. :)) =)) ენდინგი საოცარი იყო :)) =))
:)შენიშვნები: ვფიქრობ უკეთ შეგეძლო, ენდინგამდე მისვლა შეიძლებოდა მეტი დაძაბულობით, მეტი ექშენით, თუმცა არავითარ შემთხვევაში იუმორი და ეს იყო, დაბოლოებამდე არ გამცინებია რამდენადაც მახსოვს :) რაც შეეხება თხრობის სტილს, ცოტა დასახვეწია, თუმცა აქ მოღვაწე სხვების კვალობაზე არაუშავს :) იმედი მაქვს ავტორი ასაკს არ იტყუება :) ჰოდა თუ არ იტყუება სულაც არაა ურიგო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მეტი ექშენი, თან ეს თემაც რაღაც...რავიცი აბა :) მე მახსოვს, რომ ამის კითხვა დავიწყე და აღარ გამიგრძელებია :) ვიფიქრე ხეებზე რა უნდა იყოსთქო :)) და კიდევ იმიტომ არ მომეწონა, რომ ჩემ პროფესიას ხე დაეცა :)) =)) რამდენი ვწერე და ვიფიქრე :)) აი ესაა ამჯერად სულ :) :)) =)) ენდინგი საოცარი იყო :)) =))
:)შენიშვნები: ვფიქრობ უკეთ შეგეძლო, ენდინგამდე მისვლა შეიძლებოდა მეტი დაძაბულობით, მეტი ექშენით, თუმცა არავითარ შემთხვევაში იუმორი და ეს იყო, დაბოლოებამდე არ გამცინებია რამდენადაც მახსოვს :) რაც შეეხება თხრობის სტილს, ცოტა დასახვეწია, თუმცა აქ მოღვაწე სხვების კვალობაზე არაუშავს :) იმედი მაქვს ავტორი ასაკს არ იტყუება :) ჰოდა თუ არ იტყუება სულაც არაა ურიგო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მეტი ექშენი, თან ეს თემაც რაღაც...რავიცი აბა :) მე მახსოვს, რომ ამის კითხვა დავიწყე და აღარ გამიგრძელებია :) ვიფიქრე ხეებზე რა უნდა იყოსთქო :)) და კიდევ იმიტომ არ მომეწონა, რომ ჩემ პროფესიას ხე დაეცა :)) =)) რამდენი ვწერე და ვიფიქრე :)) აი ესაა ამჯერად სულ :)
11. დასკვნა : როცა ხმას არ გცემენ არ უნდა გაახურო! ;) დასკვნა : როცა ხმას არ გცემენ არ უნდა გაახურო! ;)
10. მშვენიერი,სახალისო იუმორისტული ეტიუდებია. ალვის ხის პასაჟს ცოტა დამუშავება აკლია. პუნქტუაციას - ყურადღება! გაფართოებული,დაბერავს. მიდგეს თუ მიდგას? კორექტურაა? 4 მშვენიერი,სახალისო იუმორისტული ეტიუდებია. ალვის ხის პასაჟს ცოტა დამუშავება აკლია. პუნქტუაციას - ყურადღება! გაფართოებული,დაბერავს. მიდგეს თუ მიდგას? კორექტურაა? 4
9. მომეწონა, წარმატებები! 555555555555 მომეწონა, წარმატებები! 555555555555
8. გაიხარე გავხალისდი5 გაიხარე გავხალისდი5
7. მსუბუქად წერ და სასიამოვნოდ საკითხავად. წარმატებები.... მსუბუქად წერ და სასიამოვნოდ საკითხავად. წარმატებები....
6. საინტერესოა. მორალი:ბუნება მბრძანებელია.
საინტერესოა. მორალი:ბუნება მბრძანებელია.
5. ხე უკომენტაროდ ადგილს მოსწყდა და ჟურნალისტს დაეცა. ჟურნალისტი მოკვდა =)) მეც ჟურნალისტი ვარ :))რა არის სასაცილო, მაგრამ დასასრული მაგარი იყო :)) რა ვიცი,რავიცი =)) ისე რა გამახსენდა იცი>? მე მაქვს ნაწერი "უკომენტაროდ".. ხოდა ეგ :)) ხე უკომენტაროდ ადგილს მოსწყდა და ჟურნალისტს დაეცა. ჟურნალისტი მოკვდა =)) მეც ჟურნალისტი ვარ :))რა არის სასაცილო, მაგრამ დასასრული მაგარი იყო :)) რა ვიცი,რავიცი =)) ისე რა გამახსენდა იცი>? მე მაქვს ნაწერი "უკომენტაროდ".. ხოდა ეგ :))
2. კარგი იყო! მართლა ძალიან მომეწონა! განსაკუთრებით - ფინალი! კარგი იყო! მართლა ძალიან მომეწონა! განსაკუთრებით - ფინალი!
1. დასკვნა: ნუ შეერკინებით ბებერ ხეს! :) დასკვნა: ნუ შეერკინებით ბებერ ხეს! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|