ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2013


გაყიდული მიწები

გაყიდულია... აფხაზეთი გაყიდულია,
სამხრეთ ოსეთიც მიუმატეს გაყიდულ მიწებს,
დიდიც, პატარაც... შიშით ყველა გარინდულია,
ამ დროის მომსწრე - ახლა უნდა საფლავში ვიწვე.
გაყიდულია... სამაჩაბლო გაყიდულია,
ქართული გული სამშობლოში კვლავ მოსთქვამს სიმწრით,
თუმც შიშით ყველა ერთიანად გარინდულია,
მე მაინც თაფლის სანთელივით ნიადაგ ვიწვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები