დამშრალი სულიდან ამაოდ წვეთავს სიყვარულის ბოლო ფიქრები, გული - შავ-თეთრი ეკრანივით ორი ფერით სუნთქავს.
ჩემი პირიდან გადმოდის შხამი, გული მერევა, როცა ვიხსენებ წარსულს და მელანდება ჩემი მოჭრილი თავი.
გილიოტინა, გილიოტინა, ჩემი სხეულის გილიოტინა სხეულს ენატრება თავი ჩემი მელოტი, მოჭრილი თავი.
ერთ დღეს, ღამის სიზმარში ვუსმენდი მეორე არხს და პარლამენტის სპიკერი ჭამდა ჩემს მოჭრილ თავს, ტყემალში აწობდა, ესე ხომ უფრო გემრიელია ხორცი, ჩემი მკვდარი ხორცი.
მე ბედნიერი ვარ, მე უმადურიც ვარ, მე უფულო ვარ, მე იდიოტი ვარ, მე გენიოსი ვარ, მე ვუკრავდი მე გიტარაზე ვუკრავდი, და მათ წაიღეს ჩემი გიტარა დაამტვრიეს და ნაფოტებისგან დაანთეს კოცონი, მშიერმა ბავშვებმა, გაყინულმა ბავშვებმა.
მათ არ ჰყავთ დედა მათი დედა ახლა ღმერთია, ისინი ზამთარში ჩემი გიტარის ნაფოტებით თბებიან.
მათ ცივათ, ცივათ, ქუჩაში მშიერ ბავშვებს ფეხებზე ცივათ, როგორც შენ მაშინ, როცა თბილი ლოგინიდან ოდნავ გამოჰყოფ ფეხს და გცივა. გაჰხედავ ფანჯრებს იქით, ქუჩაში ცივა, სასტიკად ცივათ, ზაფხული გვინდა. ,,მე დღეს სითბო მაქვსო შენ ხომ არა გაქვსო'' _ მე ყაენი ვარ, ჯოჯოხეთის ყაენი. და ყოველღამით ვიწყებ კითხვას ლენინის, სტალინის, მარქსის. ყოველღამით ლენინის მოედნიდან ვეშვები ქვევით და მამაჩემის დანატოვარ ქონებას ვაჩუქებ ,,რეალს'' ან ,,ბაიერნს'' ანდაც ,,ქოვენთრის''. ჩემი ნაღდი გულისწორი მიყვარს ტოტალიზატორი,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თარგმანს გავს, ნაკლებად პოეტურია..
წარმატებები :) თარგმანს გავს, ნაკლებად პოეტურია..
წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|