ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მთიულ-ი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2013


წამო წამიყვანე

წამო, წამიყვანე ნისლის ბილიკებით,
მთებში დავესახლოთ ღია ცის ნაპირთან,
შვილი ვიყოლიოთ შვიდი, ანდა ათიც
თორღვას დავარქმევდით ვაჟს და ქალს თაიას.

გავხევსურდებოდი, იქნებ არც გჯერა და...
წუხელ ცეცხლის პირზე პერანგ დაგიქარგე,
ეზოს ღობესთან გვაქვს მუცოს კედლები და
ჩოლოხას კოშკივით მრუდე საბილიკე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები