ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2013


"სურვილების აღმსრულებლის დღიურიდან", ეპიზოდი - VI

• ეს თქვენ ხართ ვისაც ყველაფერი შეუძლია?
• ამბობენ.
• მე, მარიამი ვარ ქართველიშვილი.
• ძალზედ მომხიბლავი ბრძანდებით, თანაც ფეხმძიმე; რით შემიძლია დაგეხმაროთ?
• დედაჩემი, ძალზედ უბედური ქალია, თუმცა ამის მიზეზიც არსებობს. ცოტა ხნის წინ მამაჩემი გარდაიცვალა და დედა კლინიკაში მოხვდა.
• არ ვიცი რამდენად ხართ გათვითცნობიერებული იმაში, თუ რისი გაკეთება შემიძლია, თუმცა კი, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი რამე მართლაც შემიძლია.
• ვიცი და იმიტომაც მოვედი.
• და, როდესაც ამბობთ, რომ დედათქვენის ბედნიერად ხილვა გსურთ რას გულისხმობთ, თქვენი დის გამოჯანმრთელებას?
• თქვენ საიდან იცით ეს?
• თავად არ მითხარით ასე გამიგონია ყველაფერი იციო!
• დიახ, მოკლედ რა სისულელეებს ვლაპარკო. მინდა რომ ჩემი და, ნარკოტიკებს შეეშვას. დედაჩემიც მაშინ იქნება ბედნიერი.
• მერე მამა?
• თქვენ რა, ასეთებიც შეგიძლიათ?
• ბევრი რამ არის შესაძლებელი. მაგრამ ყოველიევს არა მე, არამედ თავად თქვენ აკეთებთ, ასრულებთ რა, ჩემს დავალებებს.
• მამასაც გამიცოცხლებთ და დასაც გამომიჯანმრთელებთ? ვაიმე შევიშლები სიხარულისგან, მაგრამ ისიც გამიგონია, რომ ქვეყნად ისეთი რაღაცეებიც არსებობს, რომელთა ნდომაც არ შეიძლება.
• ადამიანების სურვილები დაუოკებელია, ქვეყნიერების დანგრევაზეც კი, არიან ზოგჯერ თანახმა.
• სამყაროს გადაკეთება, არსებულის დანგრევა, ქვეყნის დანგრევაც კი, არა, არა, ეს უკვე ნამეტანია?!
• გამიგეთ, რომ მისი დანგრევა თქვენი სურვილების აღსასრულებლად დიდი არაფერია, ჩვენ უბრალოდ ვიღებთ და სამყაროს ვამსხვრევთ.
• მე, მხოლოდ ერთ რამე მსურს, რომ დედაჩემმა, თავის უკანასკნელი წუთები და დღეები, მხოლოდ სიყვარულში გაატაროს. მინდა მას, სიხარულის უნარი არ წაერთვას. ეს შესაძლებელია?
• კი, რატომაც არა.
• და ამისთვის რა უნდა გავაკეთო?
• ხუთი ადამიანი უნდა აატიროთ.
• რაა? მე, ეს არ მინდა.
• თქვენ თუ დედათქვენის ბედნიერება გსურთ, ამის გაკეთება აუცილებელია.
• არა, არა, სჯობს წავიდე.
• ნება თქვენია.
• (ერთი კვირის შემდეგ)
• როგორ არის საქმეები, შეასრულეთ დავალება, აბა, მომიყევით როგორ არის საქმეები?
• შევეცადე იმის გაკეთება, რაც მთხოვეთ.
• მერე?
• ეს, ადვილი საქმე არ გახლავთ.
• ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ადამიანებს იძულებით ავატირებდი.
• ვინ ამბობს, რომ ეს ადვილი საქმეა!
• პირველ ჯერზე, ვიფიქრე ყველაზე იოლი ბავშვის ატირება იქნებოდა  და თანაც ყველაფერი მალე დაავიწყდებოდა.
• როგორ ჩაიარა მერე მაგ ამბავმა?
• არ მინდოდა, ნაცნობი ბავშვისთვის მევნო და ზოოპარკს მივაშურე. იქ, ბუშტებიანი ციცქნები იყვნენ; გადავწყვიტე ერთ-ერთისთვის ბუშტი წამერთმია და გავქცეულიყავი. ერთი ბიჭუნა ლომებს უყურებდა;  მისკენ გავიქეცი, ბუშტი გამოვგლიჯე და ვერ შევამჩნიე, რომ თურმე ის, შარვლის პეტლზე ჰქონდა მიმაგრებული. ორჯერ მაგრადM მოვქაჩე, მაგრამ პატარა ოინბაზმა ფეხში, საკუთარი ტერფი ძალზედ მტკივნეულად მითავაზა და ყვირილით მშობლებს უხმო. ბუშტს,  წამსვე გავუშვი ხელი და ხალხის მასას შევერიე; გასასვლელისკენ სირბილით გავიქეცი. გზად, ერთ პატარა გოგონას შევეჯახე, რომელსაც ხელიდან ვაფლის ნაყინი დავაგდებინე, რაზეც კინაღამ ტირილი დაიწყო, თუმცა მისი დამშვიდება მოფერებით მოვახერხე და ისტერიკებს გადავრჩი.
• მაგრამ პირობა, ვიღაცას ხომ უნდა ეტირა.
• ვიცი, ვიცი, მაგრამ ამ პაწუას, ისე წაუხდა ხასიათი, პირობა სულ დამავიწყდა. გვერდში მდგომი მენაყინისგან, უმალ ახალი ნაყინი ვუყიდე და გოგონამ ისევ გაიღიმა.
• შემდეგ დაცვა მოვიდა და ზოოპარკიდან გამიყვანეს. ასე, რომ ყველაფერმა ცუდად ჩაიარა.
• თქვენ ამ დავალებისთვის არ გამოდგებით. რით დაგეხმაროთ არც ვიცი.
• არა, არა, გამოვდგები, მომეცით კიდევ ერთი შანსი, ძალიან გთხოვთ, დედაჩემი, დედაჩემი…..


• (ორი კვირის შემდეგ)
• გამარჯობათ მარიამ, რა ქენით ამჯერად?
• ამაზე სალაპარაკოდ მოვედი ზუსტად.
• კარგი.
• ადამიანმა, მართლა უნდა იტიროს?
• დიახ.
• სხვა რამის გაკეთება არ შეიძლება მე, რომ მხოლოდ ადამიანების გამხიარულება გამომდის?! მაგალითად შემიძლია, რომ გაგაღიმოთ.
• შესაძლოა, მაგრამ არ მჭირდება.
• რატომ არ გჭირდებათ?
• მე, აქ ამისთვის არ ვარ.
• აბა აქ რა გინდათ, თუ უბედური ხართ?
• თავად, ბედნიერების დევნა არ მოგბეზრდათ?
• და რა უნდა უნდოდეს კიდევ ადამიანს ამ ცხოვრებაში?
• ყველაფერი, თქვენ რა მოწყენილი არასდროს ხართ?
• რასაკვირველია ვარ ხოლმე, მაგრამ ეს, სრულებითაც არ მომწონს.
• ეს, ცხოვრების ნაწილია.
• თქვენ, არ ხართ კარგი ადამიანი.
• საქმე იმაში არ გახლავთ, თუ რა არის კარგი და ცუდი, არამედ იმაში, რაც არის.
• და, ეს რაც არის, რა არის, რას წარმოადგენს? რაც არის, ის არის. დედაჩემი კი, ამ დროს სასოწარკვეთისა და შეშლილობისგან კვდება; დაMმკაცრად არ განმსაჯოთ თუ შეიძლება.
• რას ამბობთ, მე ამას არც ვცდილობ. უბრალოდ ჩვენი გარიგების წესებს გიხსნით.
• მე, ისინი არ მომწონს.
• მაშინ ნუ თამაშობთ.
• (ექვსი დღის შემდეგ)
• ამას წინათ დასაფლავებაზე ვიყავი, სასახლის სახურავი ახდილი იყო, მიცვალებულს მწუხარებით ეთხოვებოდნენ. იქ, ერთი მოზარდი იყო, გარდავლილის შვილი, რომელიც ისე დაწყნარებული ესვენა კუბოში, მისთვის არანაირი პრობლემა აღარ არსებობდა. მისი შვილი კი, ისეთი დათრგუნული და გაბოროტებული გახლდათ, რომ გამოსათხოვრად მისულ ხალხს, მიცვალებულთან მისვლაში ხელს უშლიდა. მუშტები შეკრული ჰქონდა და დედამისს თვალმოუშორებლად, დაძაბულად უყურებდა.
• ამოცანა რაში მდგომარეობს?   
• მომტირალი ადამაინის დაჭერა შეუძლებელია, ხოლო მიცვალებულთან გამომშვიდობება ყოველთვის შესაძლებელია. ქალს, რომ ვემშვიდობებოდი მის შვილს, პირისპირ შევეჩეხე. მან, ისეთი გამჭოლი მზერით შემომხედა, თითქოს იცოდა, რომ რაღაც მქონდა ჩაფიქრებული. მან, ბოროტად გამოსცრა, რომ მე, დედამისს არ ვიცნობდი. ვიფიქრე, რომ მწუხრებაში ის, რაღაცას ხედავდა. მე მას, ვუპასუხე, რომ ის, მართალია იყო, რომ მე, დედამისს არ ვიცნობდი, მაგრამ დასაფლავება რომ დავინახე, შემოსვლა გადავწყვიტე, ვინაიდან ცოტა ხნის წინა მეც, მამა დავკარგე, ჩემი და, საშინელ მწუხარებაშია, ხოლო დედაჩემმა, ლამის თავი მოიკლას მეთქი. ის, გაკვირვებული მომჩერებოდა, ხოლო შემდეგ უცებ აქვითინდა, თუმცა სხვებთან ამას რად არ აკეთებდა ვერ გავიგე. ის, ჩემს მხარზე დიდხანს მოსთქვამდა.
• ეს პირველია, გილოცავთ.
• (ხუთი დღის შემდეგ)
• მინდა გითხრათ, რომ დედაჩემის გამხიარულების საშუალება აღმოვაჩინე.
• და რაში მდგომარეობს ის, კიდევ ოთხი ადამიანი აატირეთ?
• არა, თუმცა ვეცადე. მე მას, რამდენიმე ისტორია მოვუყევი. 
• მართლა?
• დიახ და ისიც ვუამბე, რომ ერთ კაფეში, ერთი მამაკაცი გავიცანი, რომელმაც მითხრა, რომ შესაბამის გარჯის შემთხვევაში, რაც მსურდა ყველაფრის მიღება შემეძლო.
• ეს, უფრო საშინელი ამბების კატეგორიას განეკუთვნება.
• მართლა ყველაფერი კი, არ მიამბნია.
• აბა, რა მოუყევით?
• მოვუყევი, თუ ბავშვის ასატირებლად ზოოპარკში როგორ წავედი, როგორ დამარტყა მან ფეხში, მას ასატირებლად როგორ ვუბწკინე და იმან კიდე გამიღიმა; როგორ მსურდა იმ მამაკაცისთვის გულის გატეხვა, რომელსაც ვუყვარდი და ვუთხარი, რომ მე ის, აღარ მიყვარდა და მან, პირველმა მითხრა, რომ ჩემგან მიდიდოდა. მე მას, ათობით ისტორია მოვუყევი იმის შესახებ, თუ მსოფლიოს გადასარჩენად ადამიანებს როგორ ვატირებდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. დედაჩემი, ყველაფერ ამაზე გაუჩერებლად იცინოდა. მან, ხელი მომკიდა და ვიგრძენი, რომ ის, ბედნიერი იყო. ის ფიქრობს, რომ თქვენ ეშმაკი ხართ.
• შესაძლოა.
• დიდი მადლობა დახმარებისთვის. მე, ყველაფერი მივიღე, რაც ვითხოვე; იმედია თქვენც იპოვით იმას, რასაც ეძებთ.
• თქვენ გგონიათ, რომ მე, რამეს ვეძებ?
• აბა, ისე ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვს? 
• ალბათ არა….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს