ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2013


* * *

მარტო ვარ მასთან,
ძვირფასი კუბო ტკივილით უხმობს
ბნელეთს და ხმელეთს,
მე აქ დავრჩები სატანის კუპრო,
არ გავექცევი ამ ელეთ-მელეთს.
შემეძლო უფრო მეტირა იგი,
შემეძლო უფრო მეტად გამეთბო,
მივჩერებივარ სიკდილის გიგინს,
თითქოს ცხოვრების სიტკბო დამეთმოს.
არ იცით, როგორ მძიმეა ჩემთვის,
ო, თქვენ რომ ჩემი გული იცოდეთ...
ნაწვიმარ დღეებს დამავიწყებდით,
გიყვარდეთ, მაგრამ ნუ შემიცოდებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები