ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გგგ
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2013


ისევ გამახსენდი !

რაღაც არ მომწონს, შენეული აზრების ფრქვევა,
უმადურ, ბავშვურ თვიდაფასებას ისევ განიცდი
გადადგმა გიჭირს ნაბიჯის და ფეხიც გერევა,
დაბნეულობით შორს ვერ წახვალ ნუთუ არ იცი.

თან მიფიქრდება, როგორ შლიდი ნაწერებს ჩემსას,
გვერდ–გვერდად ხევდი წაუკითხავ ათას ნააზრევს,
რა მოგივიდა ,ჩემო გოგო , რად მწირავ დღესაც?
რად მაიძულებ ასე ვწერო, რატომ მაძალებ.

პატარავდება უდუდესი შენდამი ჩვევა
გარიყულ მოცხარს დავემსგავსე უკიდეგანოდ,
ამინდიც უკვე ჩემნაირად ხასიათდება,
უკვე რაღა ვარ, ანდა,ვინ ვარ ასე უშენოდ.

აღარ გაძალებ, ძალადობის მე რა მჩვევია,
ისევ მიყვარხარ, ისევ გიხმობ, რა გითხრა აბა?
უკვე გიამბე რაც სათქმელი დამგროვებია
არ დავბრუნდები აღარასდროს გავხდები ლაბა!...

გ.მოდებაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები