ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2013


* * *

ირგვლივ ქაღალდივით ფრიალებენ
ისე ირევიან ერთმანეთში
ყველა უსირცხვილო ვაჭარია
სულს რომ გადააგდებს ერთ მანეთში.

ყველა სათითაოდ,არას მთქმელი
გვერდი უძველესი ფოლიანტის
სულში დამარხული ქარაფები–
მძიმედ ნაშენები გოლიათის.

წმინდა პირფერული ზესახება
ნდობა მორყეული საიქიო
როგორ მოახერხებს დედამიწა
ყველა ცოდვილი რომ დაიტიოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები