 | ავტორი: ბაკურიძე ჟანრი: პროზა 11 ნოემბერი, 2013 |
სიყვარული ცოტა პრობლემური სიტყვაა,რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში გვსვამს,რეალურად კი ეს უფრო მეტია,ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა,ეს,ალბათ,გულისა და გონების მზადყოფნაა სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე.მცირე ჩარჩოებით გარემოცული,მინდა გავაფართოვო ისინი,შეიძლება ჩემი ეს მცდელობა პატიმრის მიერ საკნის კედლების შეთხელებას ჰგავს,მაგრამ მე მაინც ამას გავაკეთებ."ძნელია სხვისი ბედნიერებით დატკბე,როდესაც საკუთარი არ გაგაჩნია".პლაგიატი გავხდები,რათა უფრო ნათლად და გარკვევით გადმოგცეთ ჩემი აზრები,მაგრამ მთავარი ეგ როდია,მთავარი ბედნიერებაა,როდესაც გვეწვევა,არ დავკარგოთ,უნდა გვახსოვდეს,რომ თითებს შორის უფსკრულებია და მაშინ ჩავარდები,სწორედ მაშინ,როდესაც არ ელოდები,როგორც მოვიდა ისე გაიხურავს კარებს და წავა.თუმცა ამაზე ფიქრი მაშინაა რთული,როდესაც გრძნობ,რომ ვიღაცისთვის მთელ სამყაროს ნიშნავ,მაშინ უაზრობაა სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი,მაგრამ ჩემი სიტყვები უძლურია იმის გადმოსაცემად,რისი თქმაც მინდა,ამიტომ დანარჩენი დუმილით მიმითვალეთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 4.. ანუ შენშია რაღაც პრობლემა.. 4.. ანუ შენშია რაღაც პრობლემა..
4. ვინმემ წაკითხულის შინაარსი, რომ მომიყვეთ შეგიძლიათ? ვერ გავიგე :) ვინმემ წაკითხულის შინაარსი, რომ მომიყვეთ შეგიძლიათ? ვერ გავიგე :)
3. კრიტიკა-პუბლიცისტიკა კი არადა, ეს რა არის საერთოდ? კრიტიკა-პუბლიცისტიკა კი არადა, ეს რა არის საერთოდ?
2. ადმინს: დაამატეთ რა ჟანრი "სხვა" ან რაც გინდათ ის დაარქვით. ოღონდ დაამატეთ ჟანრი სადაც მსგავსი ტექსტები დაიდება..
ადმინს: დაამატეთ რა ჟანრი "სხვა" ან რაც გინდათ ის დაარქვით. ოღონდ დაამატეთ ჟანრი სადაც მსგავსი ტექსტები დაიდება..
1. უაზრობაა სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი!
ეს მომეწონა!
უაზრობაა სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი!
ეს მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|