 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 8 ნოემბერი, 2013 |
ოთახში მარტო... ნიღაბი, ონკანიდან მდინარ დაქლორილ წყალს ფერებად გაჰყვა... ნაცრისფერ წყალს ნიჟარაზე ჩამოეძინა და იატაკზე დაიწყო მდინარება. ოთახში გონწასულ მსახიობს სანჩო პანსა ნიშადურის სპირტით ასულიერებს. უკან დულსინეა დგას აპეპლილი სახით და განიცდის... „როგორ არის ლამანჩელი?“ უწყვეტად იმეორებს, თან სანჩოს ყელზე ოთხჯერ შემოხვეულ კაშნეს ჩასჭიდებია თავისი გრძელფრჩხილებიანი თითებით. - სანჩო, გადარჩება? - მე თუ არ დამახრჩობთ ნამდვილად გადარჩება. - გონწასული თვალებს ახელს. - როგორ შეგვაშინეთ ჯუანშერ ბატონო! - რა იყო, მოხდა რამე? - თქვენ როგორ ფიქრობთ? იატაკზე ხართ გაშხლართული და არა ტამტამზე. არც ოლიმპიურ თამაშებზე ხართ. ერთი პატარა ოთახია, ისიც თქვენი საგრიმიორო. სპექტაკლის წარმატებით და ანშლაგით ჩავლის მოსალოცად შემოგიარეთ. თქვენ კი ასეთ მდგომარეობაში დამხვდით. - მაპატიეთ კოლეგებო, აღარ განმეორდება, შეგაწუხეთ! - ეგ, სიკვდილს უთხარით ჯუანშერ ბატონო... ჩვენ მხოლოდ იმის გვჯერა რასაც საკუთარი თვალებით ვხედავთ. - სიკვდილს ვერაფერს ვეტყვი ძმებო. დულსინეა შენც აქ ხარ? ის ურცხვი და შეუპოვარია. თხოვნისა არა ესმის რა... ერთი მსახიობის ოთახი ოთახი № 1 წვრილმან ნივთებს კედლის თაროებზე ჩამოაწყობდა-ხოლმე. ყველაფერი ხელის ახლოს უნდა ჰქონოდა. წესი ჰქონდა ასეთი. წიგნებს და როლებს, რომლებიც თაბახის ფურცლებზე ეწერა მაგიდაზე მიმოფანტული ეწყო. წითელ მელნიან კალამს იყენებდა უთუოდ. „თვალსაჩინოებისთვის უფრო ხელსაყრელიაო“ ამბობდა. სათვალეს ოთახში ხმარობდა მხოლოდ, კითხვისას. სცენაზე იმდენად დიდები იყვნენ პერსონაჟები, რომ მათი გარჩევა არ უჭირდა. პატარა პერსონაჟები კი ყოველთვის გვერდით ედგნენ, ამიტომ არც ისინი რჩებოდა შეუმჩნველი. ჩია და ვია... ზეზვა და მზია ევროპელი თუ ქართველი?! ხნიერი და ახალგზარდა. ცბიერი და მსუნაგი. ძლიერი და სუსტი! ყოველ ღამე ვღალატობ ძველ ტექსტებს ახალთან... ეს კი აზარტულია და ვიხიბლები მათთან ნებივრობით. ისინი ერთი ღამის ქმნილებებია, რომლებიც თითო ღამის თითო შეყვარებულია! თითქოს წინადადება ერთი დიდი მონახაზია სასთუმალზე მათთან გატარებული ისტორიისა... ბოლოს კი ყველას ვივიწყებ, რადგან მხოლოდ ახლის ძიებით ვწვები ფიქრებთან დაუმორჩილებელი! სცენა №1 საძინებელში კარადის კარებს აღებს მეუღლე და არჩევანს ღია, თასმებიან საზაფხულო ფეხსაცმელზე აკეთებს. ქმრის არჩევნს არასოდეს აქცევდა ყურადღებას. შესაბამისად მამაკაცის მიერ ნაყიდი ყველა ფეხსაცმელი ხელუხლებელი ეწყო ერთ კუთხეში. ეს მხოლოდ ფეხსაცმელებზე არ ხდებოდა, არამედ ტანსაცმელს სწორედ ამ კრიტერიუმით არჩევდა. არ იფიქროთ, რომ მეუღლე არ უყვარდა. პირიქით ისე აბოდებდა მასზე, რომ ავიწყდებოდა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები და ა.შ... ყოფითმა სიდუხჭირემ დაღდასმულ ოჯახს პრობლემები აჰკიდა, რომელთა არსებობა ქარის მიერ მოტანილს ჰგავდა. შესძელებელი იყო ყველაფერი სწორედ ისე დალაგებულიყო როგორც მათ სურდათ, მაგრამ დაძაბულობა ნოემბრის ფოთოლს ჰგავდა, რომელიც ნიავს ელოდა რათა ნარნარით დაცემულიყო მიწაზე და მეხივით ხმა ჰქონოდა.... მოხდა ის რაც მოსახდენი იყო. სცენა №2 - სამსახურიდან წამოვედი! - შენ რა გაგიჟდი? - არ დატოვა უპასუხოდ დედამ შვილის უპასუხისმგებლო ნათქვამი. - აბა, რა მექნა? როდემდე დავრჩე იმ სამსახურში სადაც ყველანაირ პატივს მოკლებული ვარ, ან როდემდე ვუმზირო მათ თვითკმაყოფილ სიფათებს, როცა სიამოვნებას იღებენ ჩვენი დამცირებისგან? - შვილო, მოთმინებას გირჩევ! - მე, არა დედა! უკვე მეტისმეტია. შვილი ვერ ცნობს ბავშვს. ასევე დავიღალე სახლში მარტო ყოფნით. იქნებ უკეთესი სამსახური იშოვოს სადაც ხელფასიც ნორმალური ექნება და დირექტორ-დამფუძნებლებიც შესაბამისად კეთილშობილნი. - ასეთები არ არსებობენ ნანა, შვილო. ასეთ ადამიანებს მხოლოდ თეთრ ფურცელზე თუ იპოვი შავი ასოებით ამოტვიფრულს... - მერე რააა, მე მაინც ვურჩევ, რომ წამოვიდეს სამსახურიდან. მეტი აღარ შემიძლია. - მე უკვე წამოვედი. არც არაფერს მეკითხებით? უჩემოდ წყვეტთ და საუბრობთ. შესანიშნავია რაა... ისედაც... - დაწყნარდი, გოჩა! დარწმუნებული ვარ შენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და დაბრუნდები სამსახურში. - უკვე მივიღე. წამოვედი სამსახურიდან. მართალია ნანა! აქ მთავარი როლის შემსრულებელი ოთახში გადის სადაც მარტო რჩება! მსახიობის ერთი ოთახი... სიგარეტს მოუკიდა. ცისფრად შეღებილ ჭერს დააფინა თეთრი ღრუბლები, რომელსაც პერიოდულად ფილტვების სიღრმეებიდან ამოუშვებდა. ბოლისგან შექმნილ ფიგურებთან მოთამაშე ვირტუოზი გონებაში კარტებს ალაგებდა და ბედზე შეწუხებული კვლავ დამორჩილებულ მწუხარებაზე აკეთებდა არჩევანს. „ეს ყოფილა ჩემი ბედი და სვეო“ - იტყოდა ლამანჩელი. სცენა №3 ოთახი კვლავ №1 და უცვლელი. - ბატონებო დღეს, თქვენ, ჩვენ სცენაზე იხილავთ ან უკვე იხილეთ „კოლხური ცარცის წრე“-ს. - მაყურებლის რეაქცია მშვიდი და დაუფიქრებელი გახლდათ. თითქოს არაფერი გაეგოთ უცნაური. - მაპატიეთ, შემეშალა! ჩვენ სცენაზე იხილავთ „კავკასიური ცარცის წრე“-ს. აქ კი მაყურებელი აღშფოთდა და სხვადასხვა მოსაზრებების გადალაპარაკება-გადმოლაპარაკება იწყეს: „იცი, ეს უკვე მეტისმეტია, რამდენჯერ უნდა მოუვიდეთ მსგავსი შეცდომა?“ არადა, ეს ერთხელ მოხდა. „როგორ შეიძლება, მაყურებელი ასეთ შეცდომაში შეიყვანო? როგორ უხერხულად ვიგრძნობდი თავს სხვათან, როცა ვეტყოდი, რომ დღეს „კოლხური ცარცის წერე“ ვნახეთქო.“ არადა თვით ეს გენიალური სპექტაკლიც კი არ ენახა არასოდეს. „რას ბრძანებთ, ბატონო... ეს ხომ ჩვენი აბუჩად აგდებაა“ მართლაც. მე მთავარი გმირი ვარ და სცენიდან ვუცქერ მოქანავე თავებსა და მოძრავ ენებს. მათი გულისწყრომა უკვე შემაშფოთებელიც კი არის ევროპელებისთვის და აღმაშფოდებელი დასავლეთელებისთვის. არადა ყველაფერი როგორ მარტივადაა - არავის ახსოვდა აფიშა. წარწერა აფიშაზე: ბრეხტის ჩრდილის პიესის მიხედვით: „კოლხური ცარცის წრე“ მონაწილეობენ: მაყურებლები და მათ აჩრდილები. ჩია და ვია... ზეზვა და მზია. ევროპელი უკვე ქართველი?!.. ხნიერი და ახალგზარდა. ცბიერი და მსუნაგი. ძლიერი და სუსტი! დასაწყისი: როცა იგრძნობთ რომ ცხოვრება ისწავლეთ! დახურეთ ერთი მსახიობის ოთახის კარები! აცივდა - ნოემბერი დაიწყო. მე შევაღე მსახიობის ოთახის კარები და მხოლოდ ჩრდილი დავინახე. ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი როლი იყო, სადაც სხვის ჩრდილს ვთამაშობდი!
მაპატიეთ მკითხველებო, მგონი თქვენც "შეცდომაში" შეგიყვანეთ არა?! ეეეჰ... აი, ასე არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს...
3 ნოებერი 2013 წელი გიგო რიონელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჰომ... კიდევ მოვალ აქ)) ++ ჰომ... კიდევ მოვალ აქ)) ++
2. დასაწყისი ძალიან მომეწონა, პირველ სცენზე გავჩერდი რადგან სამსახურში გავრბივარ. აუცლებლად მოვბრუნდები აქ, მაპატიეთ გიგო რომ კითხვა ვერ დავასრულე, მაგრამ დღესვე დავასრულებ და კიდეც შევაფასებ ქულებით.
პატივისცემით, დასაწყისი ძალიან მომეწონა, პირველ სცენზე გავჩერდი რადგან სამსახურში გავრბივარ. აუცლებლად მოვბრუნდები აქ, მაპატიეთ გიგო რომ კითხვა ვერ დავასრულე, მაგრამ დღესვე დავასრულებ და კიდეც შევაფასებ ქულებით.
პატივისცემით,
1. მომეწონა. ღრმა აზრი და სულიერება დევს აქ. მომეწონა. ღრმა აზრი და სულიერება დევს აქ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|