ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2008


იმ ლექსსაც დავწერ

იმ ლექსსაც დავწერ, იმ ერთადერთს, და მერე მორჩა,
უამინდობა განწყობასთან მონაგონია,
წინ, სიშორიდან ზურგნაქცევი სიბერე მოსჩანს,
ყველა გენიოსს უკვდავება მოსავს, ჰგონია.

აღერღეტდება განთიადზე სხივი პირველი,
მყისვე გავქრები, ისე ახლოს ვგრძნობ დასალიერს,
სიცოცხლეში არ არსებული სიბედნიერე,
ისევე მახრჩობს, როგორც შურის ბოღმა სალიერს.

რაღა ჩარაა გარითმული მეტაფორები,
როცა სამყარო იწრიტება მოლოდინებით,
და განვადებით გაცემული მეც ამ ცხოვრების
საკუთარ ნებით გადავწურე ბოლო იმედიც.

იმ ლექსსაც დავწერ, დროა ფიქრი გაიშვიათდეს,
რადგან ისედაც ათასგვარი ვნება მაწამებს,
განზე გავიხმობ სულს, რომელიც ეძებს სინათლეს,
რომ აღარასდროს დაუბრუნდეს სხეულს _ საძვალეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები