ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2013


მოხუცი ბერიკაცი

ჩვენს პატარა და ლამაზ ქალაქში ცხოვრობდა ღარიბი ოჯახი,ბევრი წვალება და ტკივილი გამოიარა იმ უხუცესმა ბერიკაცმა,ბევრი რამ უნახავს და გადაუტანია ღვთის შიშით და მადლიერებით .ყველა განსაცდელს მშვიდად იტანდა ,თვითონ თუ არ ქონდა მაინც სხვის გასაჭირზე ფიქრობდა ,თავის შრომით და ვაი-ვაგლახით ეხმარებოდა სხვებს.როცა თავის პატარა ღარიბ ოჯახში ბავშვების ხმაური ისმოდა, ისმოდა თავის შვილიშვილების ტიკ-ტიკი მას ავიწყდებოდა,რომ მშიერი იყო...ავიწყდებოდა რომ ციოდა ,მის ირგვლივ-მყოფების სიყვარულით არსებობდა თითქოს.... და აი, ამ უხუცესს, მრავალ ტკივილ გამოვლილ ღარიბ კაცს საშინელი ამბავი შეატყობინეს....-,,შენი ვაჟი ცუდად არის, უკურნებელი სენი შეეყარა და ,,            ეს მისთვის საშინელი, შემზარავი ამბავი იყო...მუდამ დაფიქრებული დადიოდა,და ღმერთს სთხოვდა -,,შვილი გადამირჩინე, ..და მთელი ჩემი ცხოვრება ფეხშიშველი ვივლი, უფალო შვილი გადამირჩინე,,,    მის ვაჟს დღეს არაფერი აღარ აწუხებს, თითქოს არც არასდროს სტკიებია.....    მოხუცი ბერიკაცი კი ზამთარ-ზაფხულ,  ყინვასა და სიცხეში ფეხშიშველი დაიარება.....და დღემდე იცნობენ, როგორც ფეხშიშველ მოხუც ბერიკაცს...
                                                                                                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები