ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2013


ეჭვი

შენ ალბათ მხოლოდ ჩემი ხმა გახსოვს
და ისიც იქნებ მხოლოდ ბუნდოვნად,
ბუნდოვნად გახსოვს, წვიმამ რომ დასცხო,
გულებს რომ ერთად ყოფნა უნდოდათ.

ბუნდოვნად გახსოვს ლოცვის სინაზე
და ვეღარ მიცნობ კაბის შრიალით,
აღარ კითხულობ მორცხვად შინ არის?

რამდენი თვეა აღარც კი მახსოვს,
არ საუბრობენ ჩვენი თვალები,
ასე მგონია, რომ არ ვართ ახლოს
ვარსკვლავებისგან გაითვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები