ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2013


მიყვარხარ

მიყვარხარ, როგორც მზე უყვართ დიადი,
სიტყვებად გეღვრება ქარი და ნიავი,
ხარ ჩასაყრელი ბარძიმში ხმიადი
ვით ბავშვის სიბრძნე და წიწილის წიავი

მიყვარხარ-ეს არის კითხვა და პასუხი,
კარვებად დაგიდგი ჩემივე ნეკნები,
თუ კარებს გაახელ, მზით გამონაშუქი
ძარღვის ქნარს გაგიწყობ, მსხვერპლად შეგექნები

მიყვარხარ, მინდიხარ, გეტრფი, გეკირთები,
თავისუფლების ვარ შენთვის მზირალი,
მერვე დღეს წყალობად თუ ამეზვირთები
რომ ჩემს ცოდვებზე არ ვიყო მტირალი

მიყვარხარ, გეცმები რიდედ და ყაბაჩად
მიწაში ვირგვები ვით ლიბანის კედარი,
კვამლავარდნილი ვარ უკვე დამბაჩა
და გადამალული სამეფო ცხედარი

მიყვარხარ და გიხმობ ოთხ დღისას, ქვაბიდან
მე შენი პირობის მრავალჟამ მტვირთველი,
მოდი აღმადგინე ვით პეტრემ ტაბითა
და გახსენ ბორბლები მწვანე და ყვითელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები