ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2013


სიდონიას გოდება

ღმერთო ძლიერო, მე უღირსი შენს კვართს ვეხები,
სამოსს, რომელიც ჩვილობიდან ემოსა  უფალს,
ლონგინოზ ძმაო, დღეს დედაჩვენს ვერ მოეხვევი,
სული წაერთვა ქრისტეს ჯვარცმა შეიგრძნო თუ არ.

მიდი, მიამბე, როგორ ტანჯეს ჩემი უფალი,
ებრაელებმა  ვერ იცვნესო, ნეტავ თუ მართლა...
ნუ მეკითხები დედაჩვენი მკვდარი თუ არი,
მარტო დამტოვე ამ კვართთან და ჩემს ტკბილ უფალთან.

დამტოვე მარტო, რომ სისხლით და ცრემლით შევღებო
უსათუთესი საოცრება, კვართი უფლისა,
გულში ჩავიკრავ, ძალიან გთხოვთ არვინ შეეხოს,
გარდავიცვლები სიყვარულით სიყვარულისგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები