ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2013


* * *

ამ დილის სხივს (ტოტებზე), ჩიტის სტვენა შერთვია,
სიო არწევს ჩრდილებს და თვალ-ყურს წამში ატყვევებს.
ამქვეყნადაც არსებობს, ის, ვინც ერთადერთია:
ავდარის და დარისგან, რომ ქმნის ცად - ცისარტყელებს.

გალობს ჩიტი, ტოტიდან ხტება სხვა ტოტისაკენ,
სიო ფრთის ქვეშ უძვრება, ვით კრუხს მისი წიწილა.
ღმერთო, ჩემი სიზმრები გათენებას რისკავენ,
ცისარტყელის იმედად, თუკი ისევ იწვიმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს