ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

წითელი ეშაფოტი

დანისლულ ეშაფოტს სისხლიან სამოსით
ვიღაცა ყოველ დღე წმენდდა და ტიროდა,
და როგორც წამია ერთ წუთში სამოცი,
იმდენი ძვალი და სახსარი სტკიოდა...

დაძონძილ სამოსში მთელია სხეული,
ნაოჭი უფარავს ღაწვებს და გულის დარდს,
თავისთვის ამბობდა:არავარ რჩეული
ღმერთის და უყურებს ცრემლებით უფლის ხატს...

ყოველ დღე , ხეები კვდებიან ყურებით,
ჩიტები გაფრინდნენ,დატოვეს ადგილი,
დადიან ხანდახან უგულო გულებით,
ცხოვრება წაიღეს ეშმაკის მარხილით...

დილამდე გასტანა მოხუცის ვედრებამ,
შეირყა ზეცა და გუმბათი ტაძრების,
მტკივანი გულიც კი არასდროს ბერდება,
იმაზე ფიქრობს :თუ იქ როგორ ავძვრები

იქ სადაც წითელი ლაქები ბევრია,
იქ სადაც წარსული ცხოვრებას უმძიმებს,
ცხოვრებით გლახაკნი თავისთვის მღერიან,
გამვლელი მიზეზის გარეშე უყვირებს...

მოხუცი ტირის და დახეულ სამოსით,
ყველაფერს ალაგებს,ეშაფოტს ევლება,
და როგორც წამია ერთ წუთში სამოცი,
იმდენჯერ დარდი და ფიქრები ეცვლება...

ასჯერ თუ ათასჯერ გაუვლის კადრები,
თუ როგორ მოუკლეს დედაბერს მამუკა,
ეშვება მის თვალწინ მოშავო ფარდები,
ორიოდ ნაბიჯსაც ტირილით გაუყვა...

იქ სადაც შვილები წალეკა წარსულმა,
იქ სადაც აღდგომას ელოდა საფლავი,
მის გარდა არასდროს არავინ ასულა,
ხარობდა ია და ყვითელი ზაფრანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები