შემოდგომის გზებს და შემოდგომის ქუჩებს, შენი ნაბიჯების ახსოვთ ჩუმი ჩამი, ხსოვნას უკვე დრო და ჟამი ვერ აყუჩებს, დათვლილია წუთი, დათვლილია წამი... ქარი ფანტავს დუმილს,ძოწისფერი სუნთქვა, აჟრიალებთ ურცხვად გაშიშვლებულ ხეებს, ხეივნებშიც ძოწი დაუყრიათ მუქთად, ბროწეულის ფარცხით ჰგვიან ყვითელ დღეებს... და გავრბივარ, არცკი ვიცი სად და ვისთან, დავაბიჯე მეც კი, უკანასკნელ ფოთოლს. დარჩენილა ჩემგან მხოლოდ ერთი რითმა, მხოლოდ ერთი სტროფი. ალალი და თოთო, შემოდგომის გზებს და ქუჩებს შემოდგომის, შენი ნაბიჯების შერჩენია სითბო. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კენტად მდგომი, ამ ქარვისფერ ჩრდილში გახსენდები ვითომ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შემოდგომის გზებს და ქუჩებს შემოდგომის, შენი ნაბიჯების შერჩენია სითბო. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კენტად მდგომი, ამ ქარვისფერ ჩრდილში გახსენდები ვითომ? ძალიან ლამაზია, როგორც თქვენი ყველა ლექსი!!! შემოდგომის გზებს და ქუჩებს შემოდგომის, შენი ნაბიჯების შერჩენია სითბო. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კენტად მდგომი, ამ ქარვისფერ ჩრდილში გახსენდები ვითომ? ძალიან ლამაზია, როგორც თქვენი ყველა ლექსი!!!
4. ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 ნოემბერი, 2013 ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 ნოემბერი, 2013
3. მშვენიერია. ზოგიერთი სტრიქონი განსაკუთრებული. +++ მშვენიერია. ზოგიერთი სტრიქონი განსაკუთრებული. +++
2. შემოდგომის გზებს და შემოდგომის ქუჩებს, შენი ნაბიჯების ახსოვთ ჩუმი ჩამი, ხსოვნას უკვე დრო და ჟამი ვერ აყუჩებს, დათვლილია წუთი, დათვლილია წამი... რა კარგია ++ შემოდგომის გზებს და შემოდგომის ქუჩებს, შენი ნაბიჯების ახსოვთ ჩუმი ჩამი, ხსოვნას უკვე დრო და ჟამი ვერ აყუჩებს, დათვლილია წუთი, დათვლილია წამი... რა კარგია ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|