მკერდში ვეღარ ვგრძნობ ტკივილს (უკვე ჩვეული გახდა...) ოთახში იმდენ ცუდს ვხედავ, მსურს გადავწიო ფარდა. სინათლე... სასომოგვრილი, თითქოს დგახარ და ხატავ. წესით ფერადი ნახატი კი ჩრდილმოსილი გახდა. ღრუბლის გაცრეცილ ნაგლეჯს თან ჩემი დარდი ახლავს, ხალხთა მიღამულ სულებში გაწითლებულა დაფნა.