ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2008


ბექა ახალაიას

ფიქრებს ჩამოხსენი ნიღბები,
წრფელმა ემოციამ იძალა:
"არა ხართ როდესაც მჭირდებით",
დგახარ აყუდებულ ფილასთან.

თავადაც მუზებით შეპყრობილს
ტაბიძე, ილია, ვაჟა,
გიხმობენ, გეტყვითო საკვირველს,
იმას რაც უთქმელი დაგვრჩა.

შენ ლოცვით დაჰყვები,
ემთხვევი საფლავებს,
თვალებში კიაფობს სული,
არ გამომრჩენია, ხესაც კი აკოცე,
მივხვდი: სულ არაა რთული -

"ლექსები ფურცელზე ბეჭებით გააკრა"
და გადაიშიშვლო გული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს