ყვავილს მოწყვეტილს, ხეს წაქცეულს, ბალახს გათელილს, რომ დამიხატავს, მე ისეთი ფუნჯი მჭირდება, ლექსი მჭირდება, მუნჯი ცის რომ დააქვს სათქმელი, გული – მოსისხლე მტრის დარდზეც რომ ამიტირდება...
ათას სიავეს შორის ერთი სიმართლის მპოვნი თვალი მჭირდება, გზა მჭირდება, შუქი მჭირდება, ამაოების მდინარეში მჭირდება ფონი, რწმენა მჭირდება, სიკვდილსაც რომ გაუჯიბრდება... სიკეთის მთესველს სიკეთის მკას რომ დააბედებს წვიმა მჭირდება, მზე მჭირდება, სითბო მჭირდება, გრძნობა – უეცარ ჟრუანტელს რომ შემომაფეთებს, ტალღებს რომ აქცევს ქარიშხალი მლაშე ზვირთებად..
ჰერბარიუმში ჩამომჭკნარი ვარდი მჭირდება, ოციოდ წლის წინ ჩემს ხელებში სულგალეული, ხსოვნაში რომ არ გამიჭირდეს მისი მიგნება, ყვითელი ფოთლით, მკვდარი ფურცლით, მკვდარი სხეულით...
ეს ყველაფერი აქ მჭირდება, მიწაზე რჩენილს, სანამ გადახსნილ ვენებიდან სისხლი დამცლია, თორემ ღმერთია იმ ქვეყანას მსაჯული ჩემი და მხოლოდ მისგან ველოდები ბოლო სანქციას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მოგიწონეთ და წარმატებები მინდა გისურვოთ. მოგიწონეთ და წარმატებები მინდა გისურვოთ.
2. ჩვენც გვჭირდება! ჩვენც გვჭირდება!
1. ძალიან მომეწონა მეც ისეთი რაღაცეები გჭირდება,,კარგია,წარმატებები + ძალიან მომეწონა მეც ისეთი რაღაცეები გჭირდება,,კარგია,წარმატებები +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|