ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2013


პურიტანი


ქალს რომ ჩამოგივლის,მკერდთან ქარი
სინდისს რომ გაატან შეწუხებულს
ვეღარ დამინახავს პურიტანი
სულთან,ზნეობრივად შეგუებულს.
დარდი,უწესობა,კორიანტი
ქალი გარეგნული პირ-იერით
მოსჩანს წმინდანური ფოლიანტი
ცოდვა გაშმაგებულ მიწრიელის.
და ეს დაღდასმული გრიფონია
ეშხთან თანაკვეთით ოტებული
ყველა ქალბატონი ლიტონია
ქვეყნად სამანივით მოდებული.
ვეძებ.უშედეგო ხეტიალი
ავსულს კიარადა უფრო მართალს
ვხვდები თავბრუ მესხმის,რეტიანი
თურმე მიპოვნია ვიღაც წამხდალ-
წამომხდალი სიძვის შიმუნვარი
თურმე მოჩვენებით ქალ-ღმერთული
ვითომ ზნემოსილი პანიურად
ლაჯქვეშ გახედნილი საწმერთული
მოსჩანს.არაფერი ენაღვლება
თელგამ მოზიდული ვებრძვი ნაღველს
და ის საუკუნე მენატრება
როცა ვერ იტეხდა ქალი სახელს.
ქალი მაშინახარ თვალს რომ ხუჭავ
გვერდით ჩამოგივლის სიძვის ქარი
ჰოი საქართველოს წმინდა მიწავ
როგორ  დაგაკლდება პურიტანი.
უკვე არაფერი მენაღვლება
ხოდა დავამარცხებ ნაღველს
სადღაც გამიქარწყლდა მონატრება
ქალიც აღარ იტეხს სახელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს