ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2013


"ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი"

ვიყავი ავად, ტკივილს მივყავდი
ქვეცნობიერის შრეებზე და მე
სიკვდილ-სიცოცხლეს ვყოფდი: ტიხარი, -
ღამე სხეულში მიყრიდა მკლავებს.

თითქოს გიხმობდი... სიკვდილის ლითონს
ვგრძნობდი სხეულში, როგორც სიბნელეს:
„შემოდი ღამევ, სარეცელს გითმობ,
ინებე წამი და გაიელვე.“  -

ფიქრით ვხვდებოდი, სადღაც ჩემს იქით:
უფრო ბნელს შორის და უფრო ნათელს...
ვჩნდებოდი სული - ტკივილის ტვიფრით,
დავთმე... მეგონა სიკვდილი მმართებს...

მიმძიმს ეს ფიქრი - ძმასავით ღვიძლი,
ჩემს სიცოცხლეს რომ ერგო ჩრდილად და
ცხადი სიზმარს გავს, ძილი კი ღვიძილს;
ნიადაგს - ზეცა, მთვარე - ჩირაღდანს...

ერთად კი სიზმარს, სულ ყველაფერთან...
ეცვა ანგელოზს ხალათი მედდის
(რატომღაც), შევრჩი ხელებში ექთანს:
ბედი არა მაქვს სიკვდილშიც, დედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს