 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 5 დეკემბერი, 2013 |
სუსხია,ქუჩებს მოუსხამთ ქურქი, ქარი ხმელ ფოთლებს ბავშვივით ართობს, ბებერ ჭადარზე ჰკიდია თოკი... პოეტი დადის ქუჩაში მარტო...
ჰკიდია თოკი და ელის პატრონს, დადის პოეტი,დაეძებს შვებას. გახუნებია ქუდიც და პალტოც, მუხლებს მიათრევს,ეცემა-დგება
და მაინც ეძებს იმ ბებერ ჭადარს, ქარი კვლავ ფრენით ართობს ხმელ ფოთლებს, სწრაფად გაუდის სიცოცხლეს ვადა, სადღაც ტურებმა კივილი მორთეს...
პოეტი დადის და ვერ თმობს სევდას, იმ ვერდაწერილ ლექსებს მისტირის, მერე რა?!ქვეყნად რა აღარ ხდება, ქუჩა,ქარი და ღამე მგლისფერი , ღამე რომელშიც პოეტი კვდება, პოეტი ვისაც არვინ მისტირის,
უკვე თენდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პოეტი დადის და ვერ თმობს სევდას, იმ ვერდაწერილ ლექსებს მისტირის, მერე რა?!ქვეყნად რა აღარ ხდება, ქუჩა,ქარი და ღამე მგლისფერი , ღამე რომელშიც პოეტი კვდება, პოეტი ვისაც არვინ მისტირის,
უკვე თენდება...
მომეწონა :) ( სევდიანი ღიმილი) ++ პოეტი დადის და ვერ თმობს სევდას, იმ ვერდაწერილ ლექსებს მისტირის, მერე რა?!ქვეყნად რა აღარ ხდება, ქუჩა,ქარი და ღამე მგლისფერი , ღამე რომელშიც პოეტი კვდება, პოეტი ვისაც არვინ მისტირის,
უკვე თენდება...
მომეწონა :) ( სევდიანი ღიმილი) ++
5. მეც საოცრად მომეწონა.გაიხარე წარმატებები. მეც საოცრად მომეწონა.გაიხარე წარმატებები.
4. სევდა რატომ ბატონობს ამ გვერდზე. სევდა რატომ ბატონობს ამ გვერდზე.
3. აუ ეს ვერ დავამუგამე 1,2 ქულიანი შეფასებაა მარტო თუ ? აუ ეს ვერ დავამუგამე 1,2 ქულიანი შეფასებაა მარტო თუ ?
2. გენაცვალე დიდი ხანია ამ საიტზე ლექსს არ გავუყინივარ..სულით მონათესავე მეგობარო.. გენაცვალე დიდი ხანია ამ საიტზე ლექსს არ გავუყინივარ..სულით მონათესავე მეგობარო..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|