ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2013


თვალებს ვხუჭავ

ახალი მთვარეა
ისეთი ლამაზი თვალებს ვხუჭავ,
რომ თავი არ დავკარგო.
ვხედავ - იგი ერთ ნახევარს იჭრის
და ღამეს უყოფს
ღამე  ჯერ აქუცმაცებს მერე კი ღეჭავს ნელა,
ჩემამდე  აღწევს ყბების მისტიური ხმები
და მისი ქშენა ფანჯრებს აზრიალებს.
ამის მერე კი მახსენდება - რამდენი წყვილი
უმზერს ახლა მოჭედილ ცას ან რამდენი პოეტი
თვრება შთაგონებით. და მათ რომ არ ჩამოვრჩე მეც დავთვრები
თუ კიდევ დამრჩა  დილანდელი,
შენი სიტყვებიდან გამოწურული ღვინო. 
თუ სული დამიმსუბუქა იქნებ დაძინებაც შევძლო
როცა მოხვალ  თეფშზე ჩემს სიყვარულს ნახავ
მიბაძე ღამეს, 
ნახე,
რა ნელა ღეჭავს ვარსკვლავებს.


თამო ფურცელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები