 | ავტორი: ზაზა-მუხა ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2013 |
მეძავ ქარიან ბილიკებზე ნისლმა იბუდა, მთვარემ დაცალა სასმისი და მზესთან წავიდა, შვილებს დაეძებს ცოცხალმკვდარი ტყეში ქორბუდა, ზღვაში მეთევზეს ეყრებოდა თევზი ნავიდან... მრუში მამალი,ცოდვებისგან დარჩა პირღია, ცვრიან ბალახზე მთვარისფერი ხარობს ენძელა, მე კი გრძნობები უსაშველოდ ბევრი მიყრია, გულში,სულში და ეს ცხოვრება ძალზედ მეძნელა... უკრავს ხმამაღლა პიანინოს ყველა კლავიში, ბებერი მუხა უგულოა,მაგრამ ამტანი, სულო ფერმხდალო ბოლოჯერღა გზაზე გამიშვი! ცაო იყავი მხოლოდ ერთხელ ჩემი გამტარი ! კვდება სიბერით უჟანგბადო მცირე ამება, ვკვდები მეასედ,მონატრების მონა მორჩილი, ხელ-ფეხ მოდრეკით მივუყვები ბილიკს სამების, სადაც ტირიფი შემეფეთა ძირში მოჭრილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე კი გრძნობები უსაშველოდ ბევრი მიყრია, გულში,სულში და ეს ცხოვრება ძალზედ მეძნელა... ბრავო + მე კი გრძნობები უსაშველოდ ბევრი მიყრია, გულში,სულში და ეს ცხოვრება ძალზედ მეძნელა... ბრავო +
2. მომეწონა. +++ მომეწონა. +++
1. ბოლოსკენ სინათლის სხივი გამოჩნდა, მაგრამ მაიც მოჭრილი ტირიფით დამთავრდა ლექსი.
გამონათებულიყოს თქვენსკენ. + ბოლოსკენ სინათლის სხივი გამოჩნდა, მაგრამ მაიც მოჭრილი ტირიფით დამთავრდა ლექსი.
გამონათებულიყოს თქვენსკენ. +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|