*** ცხვება ლავაში, ლუდხანაში ილევა ლუდი, ცვდება ტალახში, შემცივნული მათხოვრის ქუდი...
*** ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
*** წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში, თათარი ბიჭი უკრავს გიტარას, და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში, ქარმა ფოთლებით შემოიტანა...
*** ჩემი ცხოვრება ჰგავს ფოთოლცვენას, შენ ვიღაც გჩუქნის იისფერ კაშნეს, როგორც ყვავილზე მტვერის მოვლენა, შეუმჩნეველი მინდა რომ დავრჩე...
***
ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას, ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის, შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს, და არჩევ კაბას პაემანისთვის...
*** პოეზიაში - მე ხმელი ტოტი, რითმისთვის ახლა ვამბობ ”სონეტებს”, დამიმახსოვრებს ჩემი ბლოკნოტი, დავავიწყდები მოძმე პოეტებს...
*** ვიღაცას უდგას დღეები რთული, მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან, და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული, ჩემი სახლივით გაბზარულია...
ლუბას
ენგურის ნისლი, ოდიშურ ველებს, მოეფინება, როგორც ცის მადლი, ღმერთო სიყვარულს ნუ გამინელებ, თაფლისფერთვალა გოგონასადმი...
*** თოვლია... ბინდიც შემოდის მალვით, ჩვენი შეხვედრაც მალე მოხდება, სველი სადგური, დგას ბოშა ქალი, ბავშვით ხელში და მზეს ელოდება...
*** ვკითხულობ "ბროდსკის", ჩემი ოცნება ჭიანჭველებს სანაგვეზე გადააქვთ, მოძველდა დროც კი, თუ დღეს მომკლავენ, ჩემთვის სამოთხე უკვე მზადააქვთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. აბა ფხიზელი ეგ რას დახატავდა აბა ფხიზელი ეგ რას დახატავდა
24. რაც დაწერეთ ,ყოველი იმდენად სრულყოფილია ,რომ შეუძლებელია მკითხველს ან ადრესატს რამე დააკლდეს. გულით გისურვებთ წარმატებებს. ++ რაც დაწერეთ ,ყოველი იმდენად სრულყოფილია ,რომ შეუძლებელია მკითხველს ან ადრესატს რამე დააკლდეს. გულით გისურვებთ წარმატებებს. ++
23. ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
22. ლექსებს არა უშავს,მაგრამ რატომ ჰქვია ,,დაბოლილი ფიროსმანი" ეგ ვერ გავიგე მხოლოდ; წარმატებები + ლექსებს არა უშავს,მაგრამ რატომ ჰქვია ,,დაბოლილი ფიროსმანი" ეგ ვერ გავიგე მხოლოდ; წარმატებები +
21. მე მომეწონა კარგია :)) მე მომეწონა კარგია :))
20. შაშუალო დონის ლექსებია, ჩემი აზრით.
მე ყველაზე ძალიან მომეწონა ის, რომ არავის გავხარ და შენი ხელწარა გაქვს გეტყობა ++ შაშუალო დონის ლექსებია, ჩემი აზრით.
მე ყველაზე ძალიან მომეწონა ის, რომ არავის გავხარ და შენი ხელწარა გაქვს გეტყობა ++
19. +2 მომეწონა / +2 მომეწონა /
18. მადლობა ნეფეე:) მადლობა ნეფეე:)
17.
ცხვება ლავაში, ლუდხანაში ილევა ლუდი, ცვდება ტალახში, შემცივნული მათხოვრის ქუდი...
5 ქულა.
ცხვება ლავაში, ლუდხანაში ილევა ლუდი, ცვდება ტალახში, შემცივნული მათხოვრის ქუდი...
5 ქულა.
16. გმადლობ ფიქრის მხატვარო :) გმადლობ ფიქრის მხატვარო :)
15. რა კარგი ვინმეა.. რა კარგი ვინმეა..
14. დიდი მადლობა ყველას... გრაფი, თავფურცელზე არ მაქ პრეტენზია ;) მთავარია სათქმელი, რას იტყვი ლექსით :) დიდი მადლობა ყველას... გრაფი, თავფურცელზე არ მაქ პრეტენზია ;) მთავარია სათქმელი, რას იტყვი ლექსით :)
13. კარგი ხაარ ალექსანდრე ავტორო, მომწონს კარგი ხაარ ალექსანდრე ავტორო, მომწონს
11. ავტორი: ალექსანდრე ნარსია. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
13 დეკემბერი, 2013 ავტორი: ალექსანდრე ნარსია. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
13 დეკემბერი, 2013
10. literatura.ge-ზე ვერ შევაფასე და აქ ჩემს მოკრძალებულ მაქსიმუმს ვტოვებ. ნიჭიერი ავტორი ხარ! literatura.ge-ზე ვერ შევაფასე და აქ ჩემს მოკრძალებულ მაქსიმუმს ვტოვებ. ნიჭიერი ავტორი ხარ!
9. ძალიან კარგია! ჩემი მაქსიმუმი! ++ ძალიან კარგია! ჩემი მაქსიმუმი! ++
8. სასიამოვნო ლექსები ლამაზი კადრებით. ზოგან განსაკუთრებით. სასიამოვნო ლექსები ლამაზი კადრებით. ზოგან განსაკუთრებით.
7. ძალიან მაგარია. წარმატებები. 5+5 .... ძალიან მაგარია. წარმატებები. 5+5 ....
6. მომეწონა ძალიან. წარმატებები++ მომეწონა ძალიან. წარმატებები++
5. ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
აჰა, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყველა ძალიან მომეწონა, მაგრამ სახელი და გვარი არ მეცნობა ჩემო ძმაო, ამიტომ თავფურცელზე თუ ვერ მოხვდი არ დაგწყდეს გული, ასეთი საიტია ეს... მოკლედ მართლა ძალიან მომეწონა ორ პლიუსს გიწერ, მეტს ვერ ვწერ )) ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
აჰა, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყველა ძალიან მომეწონა, მაგრამ სახელი და გვარი არ მეცნობა ჩემო ძმაო, ამიტომ თავფურცელზე თუ ვერ მოხვდი არ დაგწყდეს გული, ასეთი საიტია ეს... მოკლედ მართლა ძალიან მომეწონა ორ პლიუსს გიწერ, მეტს ვერ ვწერ ))
4. კარგებია ++++ კარგებია ++++
3. ყოჩაღ ალექსანდრე .. 5
მედეას ვუერთდები სათაურზე .. ყოჩაღ ალექსანდრე .. 5
მედეას ვუერთდები სათაურზე ..
2. კარგებია!
ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას, ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის, შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს, და არჩევ კაბას პაემანისთვის...
კარგებია!
ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას, ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის, შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს, და არჩევ კაბას პაემანისთვის...
1. სატაურის გარდა მომეწონა. სატაურის გარდა მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|