ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2013


ღამით

მეფური კარი ჩაუკეტავს ფერად ფარდაგებს,
მთებში ალიონს შეეპარა დილის სიცივე,
იქვე ტაძარში მონაზონი რწმენას ქადაგებს
მაგრამ შეატყო ურწმენოთა დიდი სიმცირე...

ქრიან მრუშობით ფეხადგმური ზეცის ქარები,
ცრემლები მოსდით ახლად მოჭრილ ბებერ იფანებს,
მეზობლის სახლი სავსე არის კახპა ქალებით,
ყველა მათგანი კაბას არა, სახეს იფარებს,

დარდით,ხელით და უნამუსო ვითომ ნამუსით,
ცივი ნიავიც ცოდვანარევ ზეცას მოედო,
და როცა ჩემს გულს უსაშველო დაღი დავასვი
მაშინ უკნიდან ჩამჩურჩულე:აქ ვარ პოეტო!!!

მთვარე,ბაასი გავაგრძელე შენთან ამაოდ,
მტკვარი დაშრობას აპირებდა როცა დამტოვე,
ახსარებაც კი ჩავაბარე ათჯერ მამაოს,
მაგრამ ეს გული უსაშველო დარდით დატბორე...

მზეო,უსხივოდ უკარებავ რატომ დამცინე ?!
მიწავ ორსულო რატომ გინდა მოვიდე შენთან?!
მე ვარ ამ ქვეყნად მარტოსული,უბრალოდ მცირე
პოეტი,ერთხელაც გადმომხედე დიდება შენდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები