| ავტორი: გუშინდელი ჟანრი: პროზა 14 დეკემბერი, 2013 |
შევიყვარებ! სევდიანმა სამკუთხედმა იმ დღეს ბევრი იდარდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გადაწყვიტა. „ნამდვილად ჩემს კეთილშობილებას ვერავინ აფასებს“- გაიფიქრა სამკუთხედმა. „ხომ შეიძლება მეც თავი ყველას ასე არ გავუყადრო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია“. აი, ეს კვადრატიც, რომბთან ერთად რომ ასე ხშირად ვნახულობ, ყურადღებასაც არ მაქცევს. როგორ არ ვეცადე, ჩემი სიმპათია მეგრძნობინებინა, მაგრამ არაფერი გამოდის. ცდილობ საერთო გამოუნახო, სამკუთხედბადაც დაშალო, კუთხეები, ფართი შეადარო, მაგრამ არაფერი გამოდის. ერთი სამკუთხედი ზევით, ერთი ქვევით. ალბათ ცუდ წრეში უნდა რომბმა რომ ჩაითრიოს, ან ცუდ ოჯახში იქნება გაზრდილი. სამკუთხედი კიდევ ეცადა ფერი შეეცვალა, ჯერ გავარდისფერება გადაწყვიტა, მერე გაცისფერება სცადა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ისევ უფერობა გადაწყვიტა. „ეჰა, ნეტავ ერთგანზომილებიანი სივრცეც თუ არსებობს“ - ფიქრობდა სამკუთხედი, - „ანდა სულაც წერტილად გადავიქცეოდი და აღარაფერზე ვიფიქრებდი. „ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ექიმიც დამჭირდეს, ან წამლებიც“-ფიქრობდა სამკუთხედი -„ისევ ყველაფერი სულ ჩემი ბრალია“ – „მხოლოდ ფიზიკურ მხარეზე ვფიქრობ და ვერ ავმაღლებულვარ შემთხვევითობაზე ზევით. ყოველდღიურობა მხოლოდ პოეზიაში კვდება“ - სამკუთხედი ძალიან განათლებული იყო და ბევრ სერიოზულ მწერალს იცნობდა. კიდევ ცოტა იფიქრა და ერთხელ-და-სამუდამოდ გადაწყვიტა.“შევიყვარებ“, გაიფიქრა მან ამაღლებულად. „დაე მე ვიყო მსხვერპლი, ოღონდ ჩემი სიყვარული თაობათა შთაგონების წყარო გახდება“. ამბობენ ამის შემდეგ სამკუხედმა მოწესრიგებული ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება და მალე საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობასაც შეუდგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია. +++ კარგია. +++
2. მომეწონა სამკუთხედმა ფერი რომ არ შეიცვალა და ისევ ისეთი უფერო რომ დარჩა..:) მომეწონა სამკუთხედმა ფერი რომ არ შეიცვალა და ისევ ისეთი უფერო რომ დარჩა..:)
1. მასეა, გეომეტრებმა სიყვარული ძლიერი იციან. მომეწონა კარგი იყო! მასეა, გეომეტრებმა სიყვარული ძლიერი იციან. მომეწონა კარგი იყო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|