ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


ყოფნა ნამდვილია მაშინ...

როცა კაცისთვის ნაწამებ სხეულს,
წაასვენებენ ანგელოზები,
როცა ჩრდილები დაფარავს რვეულს
და შვიდი კარით შეიმოსები,

როდესაც მყარის სინათლის ტალღა,
ლოტოსის ყვავილს მოეფერება
და თუკი ამ დროს არსებაც გალღვა
ხდები ნირვანა და გაშტერება,

როცა ხვდები, რომ ცარიელ ფურცელს
უფრო მეტი აქვს შენთვის სათქმელი,
როცა საკუთარ ბორკილს არ ურწევ
და ღვთაებრივი "მე" ხდები მთელი,

როდესაც ყველა ციური ნიშნის,
უკვე არ არის საჭირო ჩენა,
როდესაც იდი ხელს ვეღარ გიშლის,
თავად ხარ აზრი და გადარჩენა

როცა ერთია მიწა და ოქრო,
და როცა აწმყოს აცნობიერებ,
როცა ზღვასავით მშვიდად ბობოქრობ,
როცა ხარ პური და კვებავ მშიერებს,

როდესაც აზრი სიტყვისა "როცა"
თვით უაზრობის სიბრძნეს ღაღადებს,
როდესაც გქვია შენ მხნელის ლოცვა
საკუთარი გზა შენვე დახატე,

როდესაც გესმის რიტმები ცათა,
ხელში გიპყრია უფლის ზამბარა
როცა ხარ აზრი, მიზანი გზათა,
და გახსნილია შენთვის შამბა–ლა

როდესაც წყვილი ქალღმერთის ცეკვა,
უკვე ასხმულა სკვნილის მძივებად,
და კუნდალინის დიადი დრეკა
არის გონების გამარტივება,

მშენებელი ხარ მრავალი სახლის,
და ზღვის ქვიშაზე ხარ უფრო მეტი
არ ხარ მცნობელი წუთიერ დაღლის,
შენი არსია სიტყუის კონცეფტი

როცა თავი გაქვს შენ თასის მსგავსი
ძველ ღვინოსავით გავსებს ღვთის სიბრძნე,
მთლად უცნობია შენთვის ის ნავსი
გარდაცვალებისას რომ იგრძენ,

როცა შენშია ცოცხალი წყარო,
სიბრძნის არხი ხარ სხვებისთვის ხსნილი,
როცა თავად ხარ მთელი სამყარო,
როცა ხარ მთელი და ხარ ნაწილი,

როცა საჭირო არ არის თხოვნა,
და შენშივეა სამივე ხატი,
როდესაც უკვე სხვებს უწევთ პოვნა,
შენი სიმტკიცის და ანდამატის,

როცა ხარ შემწე, გზის თავს და ბოლოს,
და როცა ხაზავ ქრონოსის ხაზებს,
როცა ერთსახად ხარ თორმეტ ცაზე,
მეცამეტეზე ადიხარ მხოლოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები