ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2013


***

მე მიყვარს შენი ტანის სურნელი,
მე მიყვარს შენი მდუმარე სახე,
მე მიყვარს შენში ოცნება ჩუმი,
მე მიყვარს,როცა რამეს სთხოვ ხატებს.
მე ვიცი როგორ გაგითბო სული,
მე ვიცი როგორ გჭირდები ახლა,
მე ვიცი როგორ დაგათრო გრძნობით,
როგორ მიყვარდე მუდამ და ახლაც.
მე მიყვარს შენში უმიზნო მზერა,
მე მიყვარს ცრემლი მბრწყინავი თვალზე,
მე მიყვარს შენი თითები თბილი,
მე მიყვარს ფიქრი შენზე და ზღვაზე...
მე ვიცი როგორ დადგება დილა,
მე ვიცი ვისაც ვავედრებ ხატებს,
მე ვიცი როგორ დაგტოვებ ღამით,
მე ვიცი ხატთან ამინთებ სანთლებს...
მე მიყვარს შენი სურნელი ტანის,
მე მიყვარს შენი ფერება ნაზი,
მე მიყვარს შენთან ყოველი წამი,
და დილა როცა შენ იწყებ ფრაზით_
ჩვენ კარგად ვიცით სიცოცხლის ფასი....
                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები