ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2013


ნაწყვეტები, სურვილების აღმსრულებლის დღიურიდან - (ორი ბიჭი), ეპიზოდი VIII

• ეს თქვენ ხართ ყველაფერი რომ შეგიძლიათ?
• არ ვიცი რაზე მეუბნები.
• მგონი ეს თქვენ ხართ.
• რატომ ფიქრობ ასე, მაინც რა გინდა?
• მეგობრის დახმარება. მას, ალეკო ჰქვია. მამამისი სახლიდან გაგდეს და დედაჩემი ამბობს ის, ძლიერ ავადმყოფობსო.
• რა ჰქვია შენს მეგობარს?
• ალეკო.
• მერე იცი შეიძლება რა მოყვეს ამ შენს მცდელობას?
• არა.
• ყველაფერი, რაც გინდა.
• აი, ალეკოც მოვიდა, ამაზე გეუბნებოდით.
• თქვენ მართა ყველაფერი შეგიძლიათ?
• არა.
• ბავშვებისთვის არ შეიძლება?
• რამდენი წლის უნდა ვიყო?
• ამ თემაზე საუბარიც არ მინდა?
• მაინც რამდენი?
• ამას მნიშვნელობა არა აქვს.
• რატომ შეუძლიათ უფროსებს ყველაფრის მიღება მე, კი არა?
• შენ, წარმოდგენაც კი არ გაქვს, რაში ყოფ თავს?
• მე, მინდა, რომ მამაჩემი ადრინდელივით სახლში იყოს.
• არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც თავადაც არ ვიცი ამ სამყაროზე, ადამიანებზე, იმაზე, თუ როგორ განვითარდება ყველაფერი, მაგრამ მე, ერთი რამ ვიცი ზუსტად, ყველაფერს საკუთარი შედეგი ექნება. თუ სამყაროს ცვლი, არავინ იცის ეს ცვლილებები როდის დამთავრდება.
• ჩვენ ხომ სამყაროს კი, არა, მამამისის შეცვლას გვინდა.
• მერე,Aადამიანის შეცვლა წვრილმანია?
• მე, ასე არ ვფიქრობ.
• კარგი.
• თქვენ, დაკარგული ადამიანი უნდა იპივოთ და უკან დააბრუნოთ.
• ვინ? 
• ვინც გნებავთ.
• ალეკოს მამა?
• ის რა, გაქრა?
• არა, უბრალოდ, დიდი ხანია არავის უნახავს.
• მას არც არავინ ეძებს. (ალ.)
• მაშინ ის, დაკარგულად არ ითვლება.
• როგორ გავიგოთ ადამიანი გაქრა თუ არა, თუ მას საერთოდ არ ვიცნობთ?
• თავად მოიფიქრეთ.
• ეს სიბრიყვეა.
• თუ არ გინდა ნუ გინდა. (ალ.)
• ადამიანის მოძებნა, რომელსაც ვერავინ ხედავს როგორი გგონია?
• ინტერნეტით მოვძბებნით, ხომ უნდა იყოს რაღაც ადგილი.
• შესაძლოა.
• თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მამა დაბრუნდება სახლში, სმას თავს დაანებებს და ბედნიერი იქნება?  (ალ.)
• დიახ.
• ჩვენ, ხომ დამანაშავეს ვეძებთ?
• არა, გაქცეულს. (ალ.)
• ეგება, მაინც გაქცეული პატიმარია?
• შენ რა, სულელი არ? (ალ.)
• და შენ რა, საკუთარი თავი ჭკვიანი გგონია?
• ბავშვებო, წადით და ვინმე იპოვეთ; თან, დროდადრო, აუცილებლად უნდა შემომიაროთ და საქმის ვითარება გამაცნოთ ხოლმე. ეს, გარიგების ნაწილია.
• (რამდენიმე დღის შემდეგ)
• როგორ არის საქმეები ბატონებო?
• არც ისე კარგად.
• ჩვენ ბევრი ხალხი ვიპოვეთ, მაგრამ ისინი, სადაც გნებავთ იქ შეიძლება იყვნენ.
• თურმე ბავშვებიც იკარგებიან, იცოდით?
• მსმენია.
• მათ უმეტესობას თურმე მშობლები იტაცებენ, მაგალითად დედები და მამები. განქორწინების შემდეგ მშობლები ხშირად იმალებიან ხოლმე.
• ალეკო, როგორია იმის გაცნობიერება, როდესაც იზი, რომ ზოგიერთი მამა, მზადაა ასეთი საქციელისთვის, ოღონდაც კი, საკუთარ შვილებთან იყვნენ ახლოს?
• მამაჩემი, აუცილებლად აქ იქნებოდა, მაგრამ დედაჩემმა ის, სახლიდან გააგდო.
• ის წაინააღმდეგი იყო?
• დედაჩემს შეუძლია ამაში დახმარება?
• არა.
• მაშინ ჩვენ, უბრალოდ მარტოხელა ადამიანების ძებნას დავიწყებთ.
• შესაძლოა მათ, ვინმე ეძებს კიდეც.
• ალბათ ასეა.
• რატომ წავიდა მამა, რად არ დარჩა?
• არ ვიცი, მაგრამ შენს სურვილშიც ზუსტად ეს არ არის მთავარი?
• რა?
• როგორ აგიხსნა, რაში გჭირდება ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს უკან დასაბრუნებლად?

• (სამი დღის შემდეგ)
• ქალი დაიკარგა. (ალ. სურათს აჩვენებს)
• არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი. ჩვენ, მასთან სახლშიც ვიყავით, დასარწმუნებლად.
• კარი, მამამისმა გაგვიღო, მაგრამ თითქოს ვერც დაგვინახაო. (ალ.)
• ჩვენ, ვუთხარით, რომ მისი დახმარება გვსურდა. მან, კარი ღია დაგვიტოვა და სახლში შევედით.
• ის, ავად არის.
• ავად კი არა, გონებაჩამორჩენილია.
• მოკეტე.
• რა იყო რო?
• ის უცანურია, რა მოხდა მერე?
• აი, განცხადებაც გავაკეთეთ. თუ ამის საშუალებით ეს ქალი, სახლში დაბრუნდება, ეს ჩაგვეთვლება?
• რასაკვირველია.
• (ერთი კვირის შემდეგ, მარტო ალეკო მოვიდა)
• ერთი უთვისტომო ქალი ვიპოვეთ, მიგდებული შენობაში ბინადრობს.
• ის, უბრალოდ იჯდა და სადღაც, უსასრუობაში იყურებოდა. ჩვენ, განცხადებებს ვაკრავდით და გამოველაპარაკეთ მას, მაგრამ არ გვიპასუხა, მიწას იყო ჩაშტერებული. გაგამ სთქვა გიჟიაო.
• რას ფიქრობ მერე, მართლა მასეა?
• რა ვიცი აბა, ხომ შეიძლება ვინმეს დედა რომ იყოს?
• შესაძლებელია.
• იცით, მამა მენატრება.
• რატომ?
• იმიტომ რომ მამაჩემია. თქვენ, როგორი მამა გყავდათ?
• მე, რა შუაში ვარ?
• უყვარდით მას?
• ალბათ კი, ოღომდ თავისებურად.
• გაგმართლებიათ. წავალ, იმ ქალს ვინახულებ.
• რატომ?
• ის, მარტოა.
• გაგაც წამოვა?
• არა მგონია. წავედი და მადლობა ყურადღებისთვის.
• (ოთხი დღის შემდეგ)
• მე, იმ მარტოხელა ქალთან ვიყავი. თავი, მარტო რომ არ ეგრძნო, მის გვერდში დიდხანს ვიჯექი.(ალ.)
• მიუხედავად იმისა, რომ ის, გიჟია?
• ეგება გიჟები, მარტოობას ასე არ განიცდიან, ან რა ვიცი აბა.
• მართალი ხარ.
• მაღლა ავიხედე და დავინახე, რომ რაღაც მოძრაობდა, ცოტა უკან დავიხიე და ვიღაცის სახე მოვლანდე, რომელიც მყისვე გაუჩინარდა. მე, კიბეებით ზევით ავირბინე, სადაც სიცარიელე დამხვდა, ზოგან კედლებიც აღარ არის, გარშემო მტვერია. ჩუმად მივიდოდი, მართალია ჩამიჩუმი არ ისმოდა, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი. ბოლოს, ერთ ქალს გადავაწყდი, რომელიც ძალზედ შეშინებული სჩანდა და დამალვას ცდილობდა. ეს ქალი, იმ განცხადებიდან იყო.
• დარწმუნებული ხარ?
• დიახ. მე მას, ხელი დავუქნიე და მანაც მიპასუხა. ჩვენ, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით. მან, მთხოვა, რომ მისი ნახვის შესახებ არავისთვის მეამბნა. საკუთარი ქალიშვილის მიტოვების მიზეზი ვკითხე და მიპასუხა, რომ ამ გზით, შვილის ისეთად მიღებას სწავლობდა, როგორიც ის, დღესდღეობით იყო. იქვე მდგარი ვედრო ადმოვატრიალე, ზედ დავჯექი და დავამშვიდე, რომ მანამდე არავისთვის არაფრის გამხელას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფლება უნდა მოეცა სახლში მე მიმეყვანა.
• მერე წამოხვედი?
• არა, ჩვენ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, მამაჩემის თემასაც შევეხეთ. მან მითხრა, რომ ადამიანები არ ცდილობენ საშინელ მშობლებად გამოიყურებოდნენ; ისინი, როგორც შეუძლიათ ისე ცდილობენ, თუმცა ზოგჯერ საუკეთესო მცდელობებიც კი, საშინლად მოსჩანს; ჩვენ, შემდეგ კიდევ რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, თუმცა მერე მე წამოვედი და ის კი, დარჩა. 
• და შენ, არავისთვის გაგინდია მისი ადგილსამყოფელი? მაშინ ხომ მამაშენი სახლში დაბრუნდებოდა.
• მან, მითხრა ელოდეო და მეც გადავწყვიტე დაველოდები.
• მაგრამ ის, შესაძლოა საკუთარი სიტყვიდან გადავიდეს.
• მას, კარგი დედობის სწავლა სურს და მე არ შემიძლია ამაში ხელი რომ შევუშალო; არც მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს