ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2013


ფიფქისხელა

    * * *
  ოთახი
ქალმა გაიხადა საღამოს კაბა
    ქუჩები
ხიდან ეცემიან ფოთლები დაბლა.
  შემოდგომაა...

    * * *
გუშინ დავლიე ბოლო ჭიქა
    ბოლო აკორდი
ავამღერე, მივიწყებულ
    შავ როიალზე.
ასე იცოდა ოდესღაც მამამ.
ბოლოა, ხვალ ზეგ უთუოდ წავალ.


    * * *
  გუშინ მესიზმრე
და იყავი ისეთი ცხადი,
  რომ მომეჩვენა
დილას შენით აივსო სახლი.



    * * *
წვიმად მოვალო დამიბარა
    იტირე ზეცავ
და ჩამორეცხე ის ცოდვები
  სხეულზე, რომ მეცვა.
    ნათითურებად....


    * * *
არაფერს ვნანობ, მაგრამ, მაინც
  განცდა მაწუხებს,
რომ მომაკვდავის სულს ვუჭერდი
  მწარე მარწუხებს.
როცა მნატრობდა და არ მივედი.


    * * *
ვიცი, რომ ერთ დღეს
    უსათუოდ
წახვალ სახლიდან,
ოღონდ მანამდე
    გევედრები
ჩვენც გვქონდეს სახლი.


    * * *
გადაიწერა პირჯვარი ბიჭუნამ
სიცივისგან დაწითლებული ხელებით.
"ღმერთო, მაჩუქე ხელთათმანები."
მე იმ დღეს...
ღმერთი ვიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები